მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურის მატჩში თემურ ქეცბაიას გუნდი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
ანგარიში ალვარო ნეგრედომ 26-ე წუთზე გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 61-ე წუთზე ხუან მატამ დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით ესპანელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ბრაზილიის საგზური მოიპოვეს. ახლა დელ ბოსკე მზადაა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი მშვიდად განიხილოს.
"ნაკრებთან კონტრაქტს იქამდე გავაგრძელებ, სადამდეც ფედერაციას
საქართველოს ნაკრების დამარცხება უმნიშვნელოვანესი იყო და მიხარია, რომ ეს შევძელით. ახლა ყველანი ბედნიერები ვართ.
საქართველო უხერხული მეტოქე იყო, თუმცა ასეთებივე იყვნენ ფინეთიც და საფრანგეთიც.
ვფიქრობ, ესპანეთმა წარმატებით გაართვა თავი იმ ამოცანას, რომელიც გუნდს შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ჰქონდა დასახული".
ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]