თემურ ქეცბაია: "ანორთოსისიდან" წასვლა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა

AutoSharing Option
კვიპროსული პრესის ცნობით, ფამაგუსტას "ანორთოსისი", რომელიც ახლა მცირე კრიზისშია, საქართველოს ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას უხმობს.

45 წლის სპეციალისტმა 2004-დან 2009 წლამდე უთავკაცა კვიპროსულ კლუბს, რომელიც ფეხბურთელობისას მისი პირველი უცხოური კლუბი გახლდათ და სადაც პროფესიული კარიერა დაასრულა.

30 ოქტომბერს კვიპროსულ ტელევიზია "ექსტრას" ამ თემაზე ინტერვიუ თავად ქეცბაიამ მისცა. სხვა თემებთან ერთად ქეცბაიამ თქვა:

"როგორ დავეხმარები "ანორთოსისს", როცა საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ? იცით, როგორი შთაბეჭდილება შემექმნა? "ანორთოსისში" მხოლოდ მაშინ მეძახიან, როცა უჭირთ და პრობლე
მები აქვთ. როგორც კი რამე კარგად არ არის, ქეცბაიას ურეკავენ. მე რა, ექიმი ვარ?

ძნელია ყოველ ჯერზე მისვლა და სხვისი შეცდომების გამოსწორება. ახლაც კი ცუდად მახსოვს, როცა ქინქლაძე სათამაშოდ ჩავიყვანეთ, დაგვცინოდნენ მისი ზედმეტი წონის გამო. ძნელია ისეთ ხალხთან ერთად მუშაობა, რომელთაც სათანადო საფეხბურთო ცოდნა არ გააჩნიათ.

აი, სწორედ ამიტომაც უჭირს "ანორთოსისს", მე კიდევ სხვისი შეცდომების გამომსწორებლად ვერ გამოვდგები.

მე ამ გუნდიდან წასვლა არ მინდოდა, მაგრამ 5 წლის წინ, უბრალოდ, სხვა გზა აღარ არსებობდა და მე ეს ნაბიჯი ისევ გუნდის საკეთილდღეოდ გადავდგი. მაგრამ რა თქმა უნდა, არავინ იცის, რა იქნება მომავალში. მე ხომ ჩემი კარიერის ნახევარი "ანორთოსისში" გავატარე"
.

ასევე იხილეთ:
რას მოგვიტანს 15 ნოემბერი? - ვარიანტები თემურ ქეცბაიას მომავალზე
მკითხველის კომენტარები / 5 /
წადი, წადი, წადი!!!
მიხა
11:03 02-11-2013
0
რა ადვილია? წადი რა. მერე რო მაინც არაფერი არ გამოვა ეგ უკვე ფედერაციამ და ნამდვილმა გულშემატკივრებმა ვიკითხოთ. თორე ეს მჯღაბნელები და მურტალოები აქეთ მოსდებენ სხვება შარს.
kukusha
20:48 01-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული