საქართველოს ნაკრებს მიღმა დარჩენილნი

AutoSharing Option
ათასჯერ გაგონილი და თქმული - მწვრთნელის საქმიანობა, პირველ რიგში, გუნდის შედეგით ფასდება და თუ შედეგი კარგია, ვერავინ დაძრახავს მწვრთნელს იმის გამო, ამა თუ იმ ფეხბურთელს რატომ უშვებს გუნდიდან.

ახლა ალექსანდრე ამისულაშვილმა დატოვა ეროვნული ნაკრები და ჩვენთან ინტერვიუში თქვა კიდეც, პირველი არ ვარ, ვინც ამას აკეთებსო.

მოკლედ, ზოგი თვითონ მიდის და ზოგსაც უშვებენ, ეს ყველაფერი კი იწვევს კამათს, რაც სავსებით ბუნებრივია.

თემურ ქეცბაიას მიაჩნია, რომ წინა შესარჩევში მის გაწვრთნილ ნაკრებს უკეთესი შედეგი ჰქონდა, წინასთან შედარებით. ეს მისი აზრია.

ვინ, რატომ და
როგორ ჩამოშორდა ქეცბაიას გაწვრთნილ ნაკრებს - ვფიქრობ, არ უნდა იყოს უინტერესო ამ ყველაფრის მოკლე მიმოხილვა, მით უმეტეს მაშინ, როცა გუნდი ახლახან ამისულაშვილმაც დატოვა.

გოგიტა გოგუა
როგორც მწვრთნელები ამბობენ, მას რთული ხასიათი აქვს. იყო დრო, გოგუა საქართველოს ნაკრებისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა ეროვნულ გუნდში მყარად ფეხი ვერ მოიკიდა.

პირველი უთანხმოება თუ კონფლიქტი გოგუას კლაუს ტოპმიოლერთან მოუვიდა.

არ შევსწრებივარ იმას, თუ რა ინციდენტი მოხდა თემურ ქეცბაიასა და გოგუას შორის, მაგრამ რაღაც რომ მოხდა, ფაქტია.

რა დაკარგა საქართველოს ნაკრებმა გოგუას არყოფნით? შესაძლოა, ბევრიც არაფერი, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, გოგუამ ფეხბურთის თამაში არ იცისო.

იხილეთ: გოგიტა გოგუა: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!

ლევან კობიაშვილი
აქ ყველაფერი ნათელია - ქეცბაიამ ისე ჩამოაშორა ნაკრებს ღვაწლმოსილი ფეხბურთელი, გული ძალიან ატკინა და ეს ყველაფერი ეტიკეტის დაცვის გარეშე მოხდა.

ეს ამბავი ქეცბაიას ნეგატივში ეთვლება.

კობიაშვილმა საქართველოს ნაკრების დღევანდელი მწვრთნელის საქმიანობას "ბლეფი" უწოდა. ქეცბაიას კომენტარი ამ ყველაფერზე უცნობია, ყოველ შემთხვევაში, მე არ მომისმენია.

იხილეთ: ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!

ალექსანდრე იაშვილი

აქაც იმავე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც კობიაშვილთან მოხდა, ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ იაშვილი ქეცბაიაზე მწვავე განცხადებებს არ აკეთებს.

იხილეთ: ალექსანდრე იაშვილი: თუ ნაკ­რებს ჩე­მი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, ვი­თა­მა­შებ

დავით სირაძე
ამ თავდამსხმელს ეროვნულ ნაკრებში 8 გოლი აქვს გატანილი. ის ახლა ნალჩიკის "სპარტაკში" თამაშობს და მიმდინარე სეზონში რუსეთის პირველ დივიზიონში ოდენ ერთი გოლი აქვს შეგდებული.

სირაძეს უცხოურ გუნდებში ბევრი ბურთი არც არასდროს გაჰქონდა, თუმცა ნაკრებში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი: თურქეთთან, უკრაინასთან, შოტლანდიასთან, ესტონეთთან, მალტასთან...

აქ, ალბათ, უფრო გემოვნების საკითხია. ფაქტია, სირაძეს ნაკრებში გოლის გატანა შეუძლია.

იხილეთ: დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

ლევან ყენია
ყენიასა და ქეცბაიას კონფლიქტზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ქეცბაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ლამის გამოლანძღა ეს ფეხბურთელი.

"ცივი წყალი დალიოს" - ეს ფრაზა კი მანამდე ყენიამ გააჟღერა "ლელოსთან" ინტერვიუში.

ყენიაზე ვერავინ იტყვის, უნიჭო ფეხბურთელიაო, თუმცა ქეცბაიას ყველა საკითხზე თავისი შეხედულება აქვს.

ყენია ნაკრებში აღარ თამაშობს.

იხილეთ: ლევან ყენია: თემურ ქეცბაიას ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი...

ზურაბ ხიზანიშვილი
ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩზე არ ჩამოვიდა და ქეცბაიამ მას კაპიტნობა ჩამოართვა.

დაძაბულობა ამით არ დასრულდა, სტუმრად ბელორუსთან მატჩის შემდეგ რა უთხრა ქეცბაიამ ხიზანიშვილს, ჩვენთვის ზუსტად უცნობია.

მწვრთნელს ვეტერანი მცველი არ გაუშვია ნაკრებიდან, გადაწყვეტილება თავად ზურაბმა მიიღო, თუმცა მიზეზებზე მკაფიოდ და გახსნილად ჯერაც არ უსაუბრია.

ფინეთთან მატჩის წინ ხიზანიშვილი ნაკრების ავტობუსში არ ავიდა.

იხილეთ: ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის

ალექსანდრე ამისულაშვილი

ჟურნალისტებთან 18 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ქეცბაიამ მასზე კარგი არაფერი ილაპარაკა და გვაქვს უფლება, ვივარაუდოთ, რომ მანამდეც აღარ მოიაზრებდა მას ნაკრებში დამდეგი შესარჩევისთვის.

იხილეთ: ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ქეცბაია 100% მართალია!!!!აბა ვინ და ვინ არ ჩამოსულა ჩვენთან და ყველანი არვარგა არა???ესენი ფეხბურთელები კი არა სუფთა სიაფანტები არიან.ყველანი მოედანზე რო გადიან თავს იკლავენ ოღონდ არა ჩვენები.ზურამ ჯობია რომ პირი დაკეტოს ისეთი სამარცხვინო შესტომებს უშვებდა ამ ბოლო დროს....
mamuka
17:49 21-11-2013
0
მართალი ყოფილა ქეცბა ყველასთან - რა გინდათ ამ კაცთან? ყველა ან ბებერია ან კიდევ ფორმაში არაა... დისციპლინა კი საჭიროა
borotsa szlia ketilman...
12:37 21-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული