გთავაზობთ განცხადების ტექსტს:
"მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად.
დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ცხელ გულზე არ მიმიღია იგი.
მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და მართლაც ბედნიერი ვარ ამით. უამრავი წარმატება თუ წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ თუ რა
მე დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას, მაგრამ დღეიდან, სამწუხაროდ, უკვე ეროვნული ნაკრების გარეშე.
ამ წლების განმავლობაში 400-მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისის და თურქეთის უმაღლეს ლიგებში.
მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა. იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივია.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც მქონია პატივი, ეროვნული ნაკრების ინტერესები დამეცვა. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
დიდი მადლობა ყველას. არ მინდა, ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის.
მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად."
პატივისცემით,
ზურა ხიზანიშვილი
ასევე იხილეთ:
თავისუფალი თემა: ხიზანიშვილის შემთხვევა
ზურაბ ხიზანიშვილი: უახლოეს დღეებში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ!
სად გაქრნენ კარგი ქართველი ფორვარდები?