თემურ ქეცბაია: ყველაზე უფრო იმის მეშინია, რომ ეს ბინძური ხალხი... [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზე ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ვიდეომონოლოგი გამოქვეყნდა.

ცხადია, ქეცბაიას განცხადებები საინტერესო და აქტუალურია და ამ მონოლოგს ფრაგმენტების, საინტერესო ამონარიდების სახით შემოგთავაზებთ...

* * *
...ამისულაშვილი ნაკრებიდან წასვლას აპირებდა და ვცადე, ეს გადამეფიქრებინებინა მისთვის, ნაკრებიდან წასვლას ვერ გაგიგებს ხალხი და ეს, პირველ რიგში, შენთვის იქნება-მეთქი ცუდი. თუ მაინცდამაინც ასე დგას საკითხი, მაშინ მხოლოდ ოფიციალური მატჩებისთვის გამოგიძახებთ-მეთქი - ესეც ვუთხარი.

ესპანეთთან მატჩისთვის ხიზანიშვილი უკვე წასული იყო ნაკრებიდან, გრიგალავას დისკვალიფიკაცია ჰქონდა - მოკლედ, ძნელი მატჩი გველოდებოდა.

თამაშის წინ მაცნობეს,
ამისულაშვილმა დარეკა - საზარდულების პრობლემა მაქვს და საოპერაციოდ გერმანიაში უნდა წავიდეო. ვეცადე, დამერეკა ამისულაშვილთან, მაგრამ ზარს არ უპასუხა. მერე არჩილ არველაძეს ვთხოვე, დაერეკა მისთვის. დაურეკა და ამისულაშვილმა უთხრა, თამაშის მერე დავურეკავ მწვრთნელსო. მაგრამ არც თამაშის შემდეგ დამირეკა, საჭირო მომენტში ნაკრებს ზურგი აქცია და მწვრთნელიც არაფრად ჩააგდო...

...ჩემი შეცდომა იყო ხიზანიშვილთან მიმართებაში. კვირას დამირეკა, მოვდივარო. მერე ორშაბათს დარეკა და... არადა, ორი დღის მერე უკვე თამაში გვქონდა (ამხანაგური ლუქსემბურგთან - დ.თ.). ჩამოვიდეს ფეხბურთელი ნაკრებში, აჩვენოს ექიმს, რა ტრავმა აქვს... ჩვენთან ერთად უნდა იყოს.

ხდება ხოლმე, ტრავმის დროს ფეხბურთელი ვოლტარენის ნემსს იკეთებს და თამაშობს. ტელეფონით ვერ დავუკავშირდი, გათიშული ჰქონდა. ნაკრებში არ მოდის, კლუბში კი თამაშობს... ვუთხარი ხიზანიშვილს, აღარ გამოგიძახებ ნაკრებში-მეთქი, მაგრამ... იმედი მქონდა, რომ კიდევ ოთხ წელიწადს ითამაშებდა ნაკრებში.

მესი ტრავმას რომ მიიღებს, მაინც ჩადის ნაკრებში და არ რჩება "ბარსელონაში". ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში არ ჩამოვა და მერე კლუბში ითამაშებს, აღარ უნდა გამოიძახო...

...ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოვართვით, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, ახალი ეტაპი იწყებოდა და სხვა დავაყენეთ კაპიტნად. ფინეთთან საგარეო მატჩის მერე ბელორუსთან გვქონდა სათამაშო. პარასკევი იყო და მეორე დღეს, ღამე ჩავედით ბელორუსში. 72 საათი გავატარეთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და თამაშის მერე იმაზე ლაპარაკი, რომ ავტობუსით ვიარეთ რამდენიმე საათი, უადგილოა.

ბელარუსთან ხიზანიშვილმა მე-5 წუთზე დაუშვა შეცდომა და გოლი გაგვიტანეს, ფინეთთანაც დიდი როლი შეასრულა მისმა შეცდომამ, ეს ორი მატჩი რომ არ წაგვეგო, განაღდებული გვექნებოდა ჯგუფში მესამე ადგილი, მაგრამ ამ ყველაფერზე არ გამიმახვილებია ყურადღება...

...საფრანგეთთან საშინაო მატჩისთვის სამ ცენტრალურ მცველს ჰქონდა ყვითელი ბარათი და ხიზანიშვილს ვუთხარი, უფრო ის მინდა, ფინეთთან მატჩისთვის მოემზადო-მეთქი. მაგრამ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ როგორი იყო, ვინმეს გამოცვლა?! ასე რომ მივყვეთ, მაშინ 20 ფეხბურთელიდან 12 სახლში უნდა წავიდეს.

ეს იგივეა, პირველ ხაზში იყო, უკან მოიხედო და დაინახო, რომ ყველა გაქცეულია. ასეთმა კაცმა უნდა ილაპარაკოს ქართული ფეხბურთის წინსვლაზე?

ალბათ დიეტოლოგიც უნდა ამეყვანა, რომ ხიზანიშვილს ზედმეტი წონა დაეკლო, ლამის მთელი ცხოვრება ზედმეტი წონით თამაშობს. ხიზანიშვილმა "რედინგში" ბოლო ხუთ წელიწადში 36 მატჩი ითამაშა, ჩემი მწვრთნელობის დროს კი ბოლო ოთხ წელიწადში - 30 მატჩი. ამ ყველაფრის მერე მე ვარ ამათი მტერი და დამაქცევარი? ამისულაშვილი ნალჩიკის "სპარტაკში" რომ თამაშობდა, შოთა არველაძე მას იქიდან კი არა, საქართველოს ნაკრებში თამაშით იცნობდა და ამიტომ წაიყვანა თავისთან...

...ანანიძეს რაც შეეხება, ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა ნაკრებში, მაგრამ ცდილობენ, შექმნან მიზანმიმართული პრობლემური სიტუაცია, ეს ყველაფერი შემოტევასავით არის, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ნამოქმედარი...

...როცა მე არ ვიყავი ნაკრების მწვრთნელი, კუპერი და ტოპმიოლერი ხომ კარგად ეპყრობოდნენ ფეხბურთელებს? რატომ ვერ მიაღწიეს შედეგს? როგორ გგონიათ, უცხოეთში ვერ მოვძებნიდი სამსახურს? მაგრამ დამიძახეს საქართველოში და ჩამოვედი...

...მე არ მითქვამს, რომ ჩვენი ფეხბურთულები ჩარეცხილები არიან, უბრალოდ არ ვართ იმ დონეზე, რომ ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილი დავიკავოთ. წინ უნდა წავიდეთ...

...ოთხი წელიწადია მაქვს ის პრობლემა, რომ ფეხბურთელებს არ უნდათ ნაკრებში ჩამოსვლა და თამაში. არ ვამბობ, რომ მომდევნო შესარჩევში განაღდებული მაქვს მესამე ადგილი, მაგრამ მეტი შანსი იქნება, რომ გავიდეთ ფინალურ ეტაპზე. პრობლემას გვიქმნის ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობა თავიანთ კლუბებში, სამწუხაროდ, ზოგჯერ 18 კაცშიც ვერ ხვდებიან...

...შოტლანდიაში ვიყავი ახალგაზრდულ ნაკრებთან და ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც მომესალმა და გადამკოცნა, ანანიძე იყო. ჩივაძესაც აქვს ის პრობლემა, რომ ფეხბურთელი არ ჩამოდის ნაკრებში. ჩემზე მეტად ვის უნდა, რომ მოიგოს საქართველოს ნაკრებმა?

თუ მე-6 ადგილზე გავდიოდით, ახლა მეოთხეზე გავედით. მირჩევნია, 10-დან 10 ფრე ვითამაშოთ, არ გავიტანოთ, არ გავუშვათ და გავიდეთ ფინალურ ეტაპზე, ვიდრე, როგორც გვითხრეს იქ, სომხეთის მეხუთე ადგილი ჯობია ჩვენს მეოთხეს...

...მეორე დღეს გადავდგები და წავალ სახლში, ეს არ არის პრობლემა. მითხარით, თუ არის ისეთი პიროვნება, რომელიც მოვა და ამაზე უკეთეს საქმეს გააკეთებს, მარტო ლაპარაკი კი არა, საქმეა საჭირო. იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ პრობლემები შეექმნას ნაკრებს, ერთი და ორი ფეხბურთელი, ვინც წასასვლელი იყო, წავიდა, ვისაც ნაკრებში თამაში არ უნდა, არავის შევეხვეწები.

ხიზანიშვილი ამისულაშვილის ადვოკატია? ის ვერ ილაპარაკებდა? ამ ფეხბურთელების უკან თუ ირგვლივ ვიღაცები დგანან, ვისაც ჩვენ არ ვიცნობთ...

...ჩემს მერე რომ მოვა და იმუშავებს, იმის მიხედვით უნდა მოხდეს ნაკრებში ჩემი მუშაობის შეფასება. იმას თუ გავითვალისწინებთ, ჩემზე წინ რა კეთდებოდა და მე რა გავაკეთე, სტატისტიკა აჩვენებს, რომ წინსვლა არის...

...ბევრ რაღაცაზე მაქვს თვალი დახუჭული. ჩვენთან პრობლემა არის თუ არა თამაში, აგერ, ახალგაზრდა ბიჭები არიან და ალბათ ყველა იტყვის თავის სათქმელს. მაგრამ ყველაზე უფრო იმის მეშინია, რომ ეს ბინძური ხალხი... იმდენი სიცრუე თქვეს ტელევიზიით... თურმე, კონტრაქტი 2+2 მაქვს, თურმე უთანხმოება მაქვს ფედერაციაში... არადა აქ ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვია. იმის დაფასებაც არ უნდათ, რაც კეთდება, რაც ხდება ასაკობრივ ნაკრებებში. ახლა ჩვენი დრო დადგა, თქვენ გვერდზე გაიწიეთო.

ქართველი ვარ, ჩემს ქვეყანაში ჩამოვედი და რატომ უნდა გავიწიო გვერდზე?..

...მინდა, რომ ოპტიმისტები ვიყოთ. იმედია უთამაშებელი ფეხბურთელები სხვა გუნდებში წავლენ, სათამაშო პრაქტიკა ექნებათ, ჩამოვლენ, იბრძოლებენ, თამაშებს მოიგებენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზურაბ ხიზანიშვილი: როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო...
ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ
თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 31 /
მე ვიციიი ზუსტათ რახდებააააა ქეცბაიას 5 წელი ჩავაბარებდი კიდეეე როოოგაცხრილოს ესნაგავიიი, ქეცბა შენი ბრალია ხიზანა ტავის დროზეეეუნდა გაგეგდოოოო ხოგიხალატა ეგრეე
nika
10:07 22-11-2013
0
ნაკრებში სადაც დისწიპლინა არ იქნება დაცული არაფერი არ გამოვა ხიზანიშვილის ფეხბურთი დამთავრებულია. და თუ საფრანგეთთან ნიჩიას ითამაშებ მაშვინ რატო არ უნდა მოუგო ფინეთშ და რატო უნდა წააგო ფინეთთან
bubu
10:48 24-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული