ლუქსემბურგს სლოვაკეთი შეცვლის?

AutoSharing Option
საბოლოოდ გადაწყდა - საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან ამხანაგურად არ ითამაშებს. ეს "ლელოს" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ უთხრა.

"მატჩი ლუქსემბურგელთა მიზეზით ჩაიშალა. თუმცა ახალი წინადადება სლოვაკებისგან მივიღეთ და, შესაძლოა, 9 თებერვალს მათ გასვლაზე ვეთამაშოთ. ჯერ მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკებებია და გადაწყვეტილი არაფერია", - ამბობს სიჭინავა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის დიდი მცდელობის მიუხედავად, ჯერაც უცნობია, ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები 2011 წლის გაზაფხულზე. არადა, 26 და 29 მარტს "ჯვაროსნებს" ხორვატიასთან (შინ) და ისრაელთან (სტუმრად) გადამწყვეტი მატჩები აქვთ ჩასატარებელი, თემურ ქეცბაიას კი გუნდის შესათამაშებლად და
ფეხბურთელთა მზადყოფნის შესამოწმებლად სპარინგი ჰაერივით სჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული