ეს ინფორმაცია "შოუ თაიმმა" კონფიდენციალური წყაროსგან შეიტყო და რუბრიკით, "ჭორია თუ მართალი", აქვეყნებს.
"მალე შეიძლება თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" ტექნიკურ დირექტორად ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაცია ამ კლუბში მომუშავე ადამიანისგან შევიტყვეთ.
ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არაა, თუმცა ამბობენ, რომ ყველასთვის საყვარელი მწვრთნელი ბრუნდება. კიდევ ამბობენ, რომ გამოჩნდება ახალი სპონსორი და გუნდს მეტი ეკონომიკური საშუალება ექნება.
თუკი ეს ხმები გამართლდა, მაშინ 9 იანვარს ამ დანიშვნის შესახებ ოფიციალურად
ჩვენი მხრიდან შეგახსენებთ, რომ 45 წლის სპეციალისტმა "ანორთოსისში" ფეხბურთელობისას 1992-94 და 2002-06 წლები გაატარა. 2004-06 წლებში ის კლუბის მოთამაშე-მწვრთნელი იყო, 2009 წელს კი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა.
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას ქალიშვილის სილამაზემ კვიპროსული და ბერძნული მედია მოხიბლა