თემურ ქეცბაიას ოჯახი მის "ანორთოსისში" დაბრუნებას უარყოფს

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას ოჯახის წარმომადგენელი დაუკავშირდა კვიპროსულ "თემა ონალინს" და უარყო ShowTime-cy-ს მიერ გავრცელებული ხმები თემურ ქეცბაიას შესაძლო დაბრუნების შესახებ ფამაგუსტას "ანორთოსისში", ამჯერად ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.

"ეს ხმები აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს. კონფიდენციალური წყაროს მიერ მოყვანილი ცნობა არ არის სიმართლე.

ამან ცუდი რეაქცია გამოიწვია საქართველოში, რადგან კვიპროსული ინფორმაცია ქართულმა მედიამაც აიტაცა. ასეთი რამ არ იგეგმება და მხოლოდ პრობლემას უქმნის თემურს.

ძალიან ცუდია, რომ ამას ზოგიერთები იყენებენ. სირცხვილი მათ"
, - ნათქვამია ქეცბაიას ოჯახის განცხადებაში, რომელსაც "თემა ონლაინი" გვთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ "სპორტალმა" გამოაქვეყნა ShowTime-cy-ს
სტატია, რომლის მიხედვითაც, თემურ ქეცბაიამ 9 იანვარს "ანორთოსისის" სპორტული დირექტორის პოსტი უნდა ჩაიბაროს.

ეს ინფორმაცია მოწოდებულია ანონიმი წყაროს მიერ, რომელიც კვიპროსული საიტის ცნობით, "ანორთოსისში" მუშაობს და ვინაობის გამხელა არ სურს.

იხილეთ: ShowTime-cy: 9 იანვარს თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" დაინიშნება!

შეგახსენებთ, რომ 45 წლის სპეციალისტმა "ანორთოსისში" ფეხბურთელობისას 1992-94 და 2002-06 წლები გაატარა. 2004-06 წლებში ის კლუბის მოთამაშე-მწვრთნელი იყო, 2009 წელს კი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცადი რა ვინ კოპილხარ სჰენ ცოტა სირცხვილი მაინც გკონდეს ტემურ
dato
11:55 09-01-2014
0
ხომ იყავი კარგი ფეხბურთელი? არავინ უარყოფს ამას. არ გამოგივიდა ეს სამწვრთნელო კარიერა. არ არის ამაში რამე საოცრება. შენ კი არა, შენზე გაცილებით დიდ ფეხბურთელებს ჩაუვარდათ სამწვრთნელო კარიერა. ეხლა რატომ ალანძღვინებ ამ ხალხს თავს? გეყოს რა კაცობა,წადი შე დალოცვილო. ფულიც გაქვს და ქონებაც,ასე რამ დაგახარბა. წადი და მიეცი სხვას საშუალება,რომ რამე მაინც გამოასწოროს ამ დაჭაობებულ სფეროში. წადი თემურ,სანამ შეგიზიზღა ბოლომდე ხალხმა...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული