ერთ დროს კვიპროსული გრანდის ლეგენდარული ფეხბურთელებიდან ყველაზე დიდი აპლოდისმენტები თემურ ქეცბაიამ დაიმსახურა.
ის დარბაზში "ანორთოსისის" 14-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და აპლოდისმენტები არ წყდებოდა კარგა ხანს. ამის შემდეგ ეკრანზე აჩვენეს ვიდეორგოლი თემურის საფეხბურთო კარიერიდან. შემდეგ კი ყველაფერი ერთმანეთში აირია, დარბაზი ლამის ჩამოინგრა - ამ კლუბსა და ქეცბაიას შორის ორმხრივი სიყვარულია, რომელიც სამუდამოა.
"მადლობა, რომ ლეგენდებში მოვხვდი. "ანორთოსისი" ჩემთვის ოჯახივითაა. ძალიან მინდა, გუნდი ისევ ძველ სიმაღლეებს დაუბრუნდეს", - როგორც ყოველთვის, სიტყვაძუნწი იყო კაცი, რომელიც თავისი საქმით ლაპარაკობდა - წერს "თემა ონლაინი".
თავად ქეცბაიამ 2 20-წუთიან ტაიმში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.
ასევე იხილეთ:
კვიპროსელი ფანები თემურ ქეცბაიას: "დარჩი ჩვენთან სამუდამოდ!"