"ევრო 2016"-ის წილისყრისთვის საქართველო მე-5 კალათაში მოხვდა

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, წილისყრის კალათების შემადგენლობა გახდა ცნობილი.

წილისყრა კი 23 თებერვალს ნიცაში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ უეფას ეგიდით პირველად გიბრალტარის ნაკრები იასპარეზებს.

სულ 53 ნაკრები 6 კალათაში გადანაწილდა, რომელიც წილისყრის შემდეგ 9 ჯგუფში გადანაწილდება. 8 ჯგუფი 6 ნაკრებისგან იქნება შედგენილი, ხოლო ერთი - 5 ნაკრებისგან. სულ 23 საგზური გათამაშდება.

კალათებში ნაკრებები უეფას კოეფიციენტების ცხრილის მიხედვით განაწილდნენ, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის, 2010 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატის მიხედვით შეიქმნა. მეექვსე კალათაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ნაკრებები
არიან.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით, პოლიტიკური მიზეზების გამო ერთმანეთს ვერ შეხვდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთი და საქართველო, ესპანეთი და გიბრალტარი.

ყოველი ჯგუფიდან ფინალური სტადიის საგზურს ორი საუკეთესო ნაკრები მიიღებს და ასევე, ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

დარჩენილი 8 მესამეადგილოსანი 2015 წელს კიდევ ოთხ საგზურს გაითამაშებს.

1 კალათა: ესპანეთი (ჩემპიონი), გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია, საბერძნეთი, რუსეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.

2 კალათა: უკრაინა, ხორვატია, შვედეთი, დანია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, ირლანდია.

3 კალათა: სერბეთი, თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ნორვეგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ავსტრია, პოლონეთი.

4 კალათა: ჩერნოგორია, სომხეთი, შოტლანდია, ფინეთი, ლატვია, უელსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელორუსი.

5 კალათა: ისლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია, ალბანეთი, ლიტვა, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი, საქართველო, კვიპროსი.

6 კალათა: ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლიხტენშტეინი, ფარერის კუნძულები, მალტა, ანდორა, სან-მარინო, გიბრალტარი.

"ევრო 2016"-ის კალენდარი:

1 ტური: 7-9 სექტემბერი
2 ტური: 9-11 ოქტომბერი
3 ტური: 12-14 ოქტომბერი
4 ტური: 14-16 ნოემბერი
5 ტური: 27-29 მარტი (2015)
6 ტური: 12-14 ივნისი (2015)
7 ტური: 3-5 სექტემბერი (2015)
8 ტური: 6-8 სექტემბერი (2015)
9 ტური: 8-10 ოქტომბერი (2015)
10 ტური: 11-13 ოქტომბერი (2015)

საგზურისთვის მატჩები: 12-14 ნოემბერი (2015), საპასუხო მატჩები: 15-17 ნოემბერი (2015).

ფინალური სტადიის წილისყრა: 2015 წლის 12 დეკემბერი.

ფინალური სტადია (საფრანგეთი): 10 ივნისი-10 ივლისი (2016).
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

ყოველი ჯგუფიდან ფინალური სტადიის საგზურს ორი საუკეთესო და ასევე ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

დარჩენილი 8 მესამეადგილოსანი 2015 წელს კიდევ ოთხ საგზურს გაითამაშებენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა ჩვენო "ფეხბურთელებო", ეხლავე მოიმიზეზეთ ტრავმები!
irakli
10:28 25-01-2014
0
ისე საინტერესო იქნება ვინმე თუ აგვიხსნით რანაირად არის ბელორუსია ჩვენზე მაღლა,ფაქტია რომ გავასწარით
0

სიახლეები პოპულარული