როგორც კახი კალაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა, ეს 2008 წელსაც შესაძლებელი იყო.
"საქართველოს და რუსეთის ეროვნული ნაკრებების ერთ ქვეჯგუფში თამაში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ეს შესაძლებელია კალათბურთში, რაგბიში, რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ფეხბურთში, ჩემთვის გაუგებარი იყო", - განაცხადა კალაძემ.
უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებები მზად არიან, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში ითამაშონ.
მისი თქმით,
"ჩვენ მივიღეთ რუსეთის საფეხბურთო კავშირისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წერილი. იყო გარკვეული ეჭვები, თუმცა ამ ქვეყნებმა დაგვარწმუნეს, რომ მზად არიან, ერთმანეთში ითამაშონ", - განაცხადა პლატინიმ.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 23 თებერვალს, ნიცაში გაიმართება.
"ინტერპრესნიუსი"