კვიპროსული მედია: თემურ ქეცბაია მესია არ არის

AutoSharing Option
16 თებერვალს, კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში ფამაგუსტას "ანორთოსისმა" შინ აელ-თან 0:2 წააგო.

"ანორთოსისი" 37 ქულით მე-6 ადგილზეა. მართალია, ექვსეულში შოთა გრიგალაშვილის გუნდი მაინც მოხვდება, რადგან მეშვიდეადგილოსან "ნეა სალამინას" 9 ქულით უსწრებს, თუმცა აშკარაა, რომ თემურ ქეცბაიას ყოფილი გუნდი კრიზისშია.

ამ შეხვედრას ლარნაკაში, ლარნაკას სტადიონის დირექტორთან და ერთ-ერთ მწვრთნელთან ერთად, დაესწრო საქართველოს ნაკრების თავკაციც, რომელიც როცა კი დროს გამონახავს, აუცილებლად დადის "ანორთოსისის" მატჩებზე.

კვიპროსული მედიის ცნობით, თემური უკმაყოფილო დარჩენილა საყვარელი გუნდის თამაშით. ასევე უკმაყოფილონი იყვნენ ფანებიც, რომელთაც საპროტესტო შეძახილებით დატოვეს სტადიონი.

კვიპროსში ბევრს საუბრობენ თემურ ქეცბაიას დაბრუნებაზე "ანორთოსისში". ეს უფრო "ანორთოსისის" ფანების სურვილია, ვიდრე რეალობა, რადგან ქეცბაიამ არაერთხელ უარყო "ანორთოსისში" დაბრუნების შესაძლებლობა.

"ანორთოსისის" ფანების აბსოლუტურ უმრავლესობას ეიმედება, რომ ერთ დღესაც თემურ ქეცბაია დაბრუნდება კლუბში.

მათთვის ქეცბაია მესიაა",
- წერს ჟურნალისტი იოანის იოანუ - "მაგრამ ჩვენ რომც დავუშვათ ამის შესაძლებლობა, მხოლოდ თემურ ქეცბაიას დაბრუნება ვერ უშველის ათას პრობლემას, ის ჯადოქრობას ვერ ჩაიდენს.

"ანორთოსისში" ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი"
.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სიამოვნებით წავიდოდა, მაგრამ იქ ხელფასი გაცილებით ნაკლები ექნება.
ფერნანდო
18:50 17-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული