The Telegraph: საქართველოს ნაკრები სერიოზულად არ უნდა განვიხილოთ

AutoSharing Option
23 თებერვალს ნიცას "აკროპოლისში" ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად.

უეფას ოფიციალურ საიტს შოტლანდიის ნაკრების თავკაცი გორდონ სტრახანი ესაუბრა:

"ჯგუფში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გერმანიაა, ყოველთვის ამაღელვებელია თამაში. ახლახან ირლანდიელთა თავკაც მარტინ ონილს შევხვდი და ისიც აღელვებულია, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ მხოლოდ ახლა გამოვიყურებით მეგობრულად, მოედანზე სულ სხვანაირად იქნება.

უახლოესი ორი წლის განმავლობაში როგორი სიტუაცია იქნება, წინასწ
არ ვინ იცის, თუმცა კარგი იქნება, თუ ჩვენი ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ. საუკეთესო შემადგენლობით შანსი აუცილებლად გვექნება.

წინ ძალიან მძიმე თამაშები გველის, ფეხბურთელებმა წინასწარ უნდა გააანალიზონ ეს. მათთვის სერიოზული ტესტები იწყება.

ჩემი აზრით, თუკი საუკეთესო დონეზე ვითამაშებთ, აუცილებლად მოვხვდებით საფრანგეთში, მაგრამ ასევე ფიქრობენ ირლანდიაში, პოლონეთსა და საქართველოში".

"დეილი ტელეგრაფი" წერს, რომ საქართველოს ნაკრები მე-2 და მე-3 ადგილებისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენტად არ უნდა განიხილონ, რადგან თემურ ქეცბაიას ნაკრებმა ბოლო 8 შეხვედრიდან 7 წააგო".
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიბრალტარს მოვუგებთ !!! კიდევ კარგი, ერთი ბულკი მაინც რომ არის ჯგუფში.მე-5 ,,საპატიო,, ადგილი ხომ გარანტირებული გვაქვს? სამწუხაროა, რომ ფეხბურთს ისე დავშორდით, ამ სიშორიდან ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და ჩემპიონთა ლიგა საერთოდ აღარ ჩანს!!
ხიხანელი
12:15 25-02-2014
0
რას ერჩი, მართალს წერენ. არ იცით რაც იქნება? სტუმრად ყველა თამაშს წავაგებთ, სახლში ერთს მოვიგებთ, ერთი-ორსაც ფრეს ვითამაშებთ, ბოლო 3 ტური რომ იქნება დარჩენილი, თეორიული შანსი კიდევ გვექნება, მაგრამ სამივე თამაშს გავასხავთ და ასე თავლაფდასხმულები ბოლო ან ბოლოსწინა ადგილით დავამთავრებთ შესარჩევს. ისე კაია, ძლიერ გუნდში რომ მოვხვდით, ჩვენი ნაკრები არც ერთი ჯგუფიდან არაა გამსვლელი და სუსტ ჯგუფში მაგრა შერცხვებოდა, ახლა თავს გაიმართლებენ, ძლიერი ჯგუფი იყო და რა გვექნაო.
თამაზი
11:38 25-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული