საქართველოს ნაკრების აღმასვლა

AutoSharing Option
ფიფამ მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებთა მორიგი - დეკემბრის რეიტინგი გამოაქვეყნა. წინა თვესთან შედარებით უცვლელია რეიტინგის პირველ და მეორე ადგილოსნების, მსოფლიოს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის - ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებთა პოზიციები. ნოემბერში მესამეზე მყოფმა ბრაზილიამ კი ამჯერად ადგილი გერმანიას შეუცვალა და მეოთხეზე დამკვიდრდა.

პირველ ათეულში გადაადგილდა "ევრო 2012"-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი ნაკრების მეტოქე ხორვატია, რომელმაც ადგილი ეგვიპტეს შეუცვალა და მეცხრე პოზიციიდან მეათეზე გადაინაცვლა.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო - საქართველოს ეროვნული გუნდი, "ფიფა კოკა-კოლას" დეკემბრის რეიტინგში, როგორც მოსალოდნელი იყო, 5 საფეხურით დაწინაურდა და პოლონეთთან ერთად,
449 ქულით 73-ე პოზიციაზეა.

ჯგუფში ჩვენ მეტოქეთაგან რეიტინგში წინსვლა მხოლოდ ებრაელებს ჰქონდათ, რომლებმაც ჩვენსავით 5 საფეხურით წინ წაიწიეს და ახლა 50-ე პოზიციაზე არიან. კვლავაც 11-ე პოზიციაზეა საბერძნეთი, ლატვია კი, რომელმაც 5 საფეხურით რეგრესი განიცადა, 78-ე ადგილზეა. ჩვენი ჯგუფიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მალტას აქვს, რომელიც ფიფას რეიტინგში 164-ა.

"ფიფა კოკა-კოლას" დეკემბრის რეიტინგი:

1. ესპანეთი
2. ჰოლანდია
3. გერმანია
4. ბრაზილია
5. არგენტინა
6. ინგლისი
7. ურუგვაი
8. პორტუგალია
9. ეგვიპტე
10. ხორვატია
11. საბერძნეთი
13. რუსეთი
14. იტალია
34. უკრაინა
55. ლიტვა
60. სომხეთი
98. აზერბაიჯანი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული