კახა ცხადაძე თანახმაა, საქართველოს ნაკრებში უხელფასოდ იმუშაოს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმწვრთნელობაზე ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კახა ცხადაძეა. ის თანახმაა, უახლოეს ორ ევროშესარჩევ მატჩში, ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე, უხელმძღვანელოს ეროვნულ გუნდს.

საქართველო 29 მარტს გერმანიას მასპინძლობს, 13 ივნისს კი სტუმრად პოლონეთს ეთამაშება.

ცხადია, ამის პარალელურად, ცხადაძე იმუშავებს აზერბაიჯანულ "ინტერშიც". კლუბთან მას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

ამასობაში, სეზონი დამთავრდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეფობას შეუძლია, ცხადაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილოს.

ვერაფერს იტყვი, ცხადაძის მხრიდან ეს სოლიდური და პატრიოტული ჟესტია. არც გვიკვირს - საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს
ეროვნული გუნდის დაარსების დღიდანვე უკეთებია კარგი საქმეები ქვეყნის უპირველესი გუნდისთვის.

ფეხბურთის ფედერაცია კი სიახლეებს მომავალი კვირიდან გვპირდება:

"კახა ცხადაძესთან შეხვედრა არ ყოფილა. მხოლოდ მაშინ ვნახეთ ერთმანეთი, როცა საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა მატჩზე იყო ჩამოსული.

როგორც დაგპირდით, ამ დღეებში გვექნება გარკვეული სიახლეები", - გვითხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ, რომელსაც გუშინ შევეხმიანეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
გულიანი კაცია, დაუთმეთ ასპარეზი. ამ ეტაპზე მხოლოდ ცხდაძე გააერთიანებს მაყურებელსა და ფეხბურთელებს, გააღვივებს მიძინებულ ქართულ საფეხბურთო სულს, რაც გერმანიასთან და პოლონეთთან (შეიძლება დამცინოთ), გამარჯვების იმედს მიტოვებს. ენდეთ.
avto
25 ნოემბერი 2014 10:27
0
ვააა..... ისევ "ამხანაგ" კაკაურიძის სტატია "კაკაურიძისეულად", ანუ ქეცბაია არაპატრიოტი, არასდროს არაფერი გაუკეთებია და ცხადაძე "მაგარი ჯიგრიანი ბიჭი, რომელსაც სულ სიკეთე უკეთებია და არც გვიკვირს" რომ ამ ჟესტს აკეთებს და ბევრჯერ გაუკეთებია, აქ რა თქმა უნდა იგულისხმება, რომ ქეცბაია არაპატრიოტია
გულშემატკივარი
24 ნოემბერი 2014 23:50
0
ფედერაცია ახალი შემადგენლობით არველაძეების გარეშე!!!მწვრთნელი მერე!!!პრემიები ფეხბურთელებს,ასეთია წესი და საქართველო რატოა ყოველთვის გამონაკლისი ყველფერში.იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გადადგა მსოპლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას და ცვენები რა გახდნენ,ვიტომ რა,იტალიელებზე მაგარი მაფიოზები არიაან?!!!დზირს არველადზეები ფედერაციიდაან!!!
Bacho
24 ნოემბერი 2014 21:14
0
რა გსაჭირვებია ცხადეძეს ბიჭო!!! ეგ ჯერ არის უხელფასოდ თანახმა, მოთხივნები მერე ნახე! და მაინც, გუნდი იგივე დღეში იქნება, საქართველოს ფეხბურთში მწვრთნელი ვერაფერს შეცვლის, სანამ საქართველოში ასეთ მაიმუნებობი იქნება! და თვად ფეხბურთლები იქნებიან მაიმუნები, თამაშს ისწავლლიან და თავს არ შეიწუხებენ ნაკრებში თამაში გამო!
ბრრ
24 ნოემბერი 2014 17:44
0
ჯერ ახალი ფედერაცია ავირჩიოთ. მწვრთნელი მეორეხარისხოვანია
Dato
24 ნოემბერი 2014 16:21
0
Tsxadadzes satsinaagmdego araferi ar maq magram uxelfasod danishnul mtsvrtnels bevrs vertäferst motxov. Federatsia tvalebshi gamoixedet da xalxis Archevans pativi etsit(ertxel maints). Geguchadze+devdariani=gamarjvebas.
Gala
24 ნოემბერი 2014 13:47
0
არაა სხვათაშორის ეც ცუდი ვარიანტი. თანაც ამბობს კაცი მხოლოდ ორ თამაშშიო. ვერც გერმანიასთან სახლში და ვერც პოლონეთთან გასვლაზე ქულებს ვერ დავგეგმავთ და საცდელად შეიძლება. მერე ალბათ ფედერაციის ხელმძღვანელობაც გამოიცვლება და დალაგებულად იმსჯელებენ ახალ მწვრტნელზე და გადაწყვიტავენ დატოვონ კახა ცხადაძე თუ სხვა დანიშნონ.
Kakhaber
24 ნოემბერი 2014 13:18
0
კახა,,,ორ სკამზე ჯდომა,ვითომ უფასოდ მწვრთნელობა,ეს რა სისულელეა კიდევ? მაგას საერთოდ წარმოდგენა არა აქვს საიდან დაიწყოს ნაკრების შენება.
ეგ კი არა სულ ადგილზე უნდა იყოს და ყოველ თვეში ჰქოდეს 3-4 დღიანი შეკრებები და 1 სატესტო თამაში უმაღლესის გუნდებთან.მოკვდა, წავიდა ლეგიონერების დრო, არცერთი არაა ნაკრებთან მისაკარებელი.
გუადუა
24 ნოემბერი 2014 13:18
0
როგორ არ მიყვარს ვითომ რომ პროფესორობენ ვინ რა იცის ვინ გააამართლებს და ვინ რას იზამს ცხადაძეს მივესალმები მისი ქმედება კაცურია ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენ სროჭ მინისტრებს მივმართავ პრემიებს რო იწერენ მრავალ ათასიანს მიბაძეთ კაცებს თუმცა როგორ მიბაძავენ...................
მერაბი ლოლომაძე
24 ნოემბერი 2014 12:58
0
მხოლოდ გეგუჩაძე და ვასილ მაისურაძე ან + ძოძუაშვილის დანიშვნა იქნება ნაკრებისთვის იღბლიანი დანარჩენები ტყუილა თავს ნუ შეიწუხებენ ამ ეტააპზე მათ საფეხბურთო ფორტუნა არ ექნებათ პს. ერთხელ მაინც დამიჯერეთ?!?! და მაინც ცხადაძე თუ დაინიშნა პოლონეთთან გასვლაზე მინიმუმ არ წავაგებთ მარტო ერთ თამაშს !! ცხადაძე ვერ გაამართლებს ისე კი კარგი ტაკტიკოსია
Bayluck
24 ნოემბერი 2014 12:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული