ოფიციალურად: ლოთარ მათეუსი საქართველოს ნაკრებში გამორიცხულია!

AutoSharing Option
ფოტოზე: ლოთარ მათეუსი ძმებ არველაძეებთან ერთად ფეხბურთის ფედერაციაში სტუმრობისას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს ეროვნული ნაკრებისთვის მწვრთნელის ძიების პროცესს. როგორც შევიტყვეთ, ამ დროისთვის მიმდინარეობს კონკრეტული კანდიდატების განხილვა და გაცხრილვა.

ერთი კი შეიძლება ითქვას - სანამ მოლაპარაკება კონკრეტულ კანდიდატთან ფინიშის სწორზე არ გავა, მანამდე ფედერაცია ამ კანდიდატის ვინაობის გამხელას არ იჩქარებს. სხვათა შორის, თითქმის ყველა უცხოელი სპეციალისტი ამ პირობას აყენებდა, სანამ საქართველოში მუშაობას დათანხმდებოდა. ამიტომ კონფიდენციალურობა გასაკვირი არ არის.

სადღაც დეკემბრის ბოლოსათვის უკვე იქნება გამოკვეთილი კანდიდატი, თუმცა, ჩვენი მხრივ, არც მანამდე
დავაკლებთ ცდას, რომ კონკრეტული სიახლე გულშემატკივარს დროულად შევატყობინოთ.

რაც შეეხება ლოთარ მათეუსის თემას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს, რომ გერმანელი აგენტისგან შეთავაზება ნამდვილად მიიღეს. ისიც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მათეუსის კანდიდატურა არ განიხილება და მისი მოსვლა საქართველოს ნაკრებში გამორიცხულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გიო, თუ ნანახი გაქვს უთხარი იმათ, ვინმაც ეს სივი გაჩვენა, რომ გამოაქვეყნონ, რადგან მე პირადად გერმანული ბილდის უფრო მჯერა ვიდრე "ამხანაგი" კაკაურიძის, არველაძის ან სიჭინავასი და მითუმეტეს მხოლოდ შენი კომენტარის. თუ მართლა ეს ინფორმაცია 100%-იანია, შეიძლება ფედერაციაში მუშაობ და უთხარი ვისი კომპეტენციაც არის იმ პირს, რომ ფედერაციამ გააკეთოს განცხადება, რადგან არავის სჯერა ამ ტყუილის თუ სისულელის, გერმანულ ბილდ-ს კომენტარი მისცა მათეუსმა, რომ "სად მე და სად საქართველოს ნაკრებიოოოო".... უფრო სწორად რომ ვთქვათ ბილდ-ს უთხრა, რომ --- "ეს სისულელეა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტაქტი არ მაქვს", - აცხადებს ლოთარ მათეუსი". ეს არის დაწერილი, გაიგე? ასე რომ ეს კაცი თუ ტყუის, თქვენ, ბატონო გააკეთეთ კონტრსვლა, ანუ მარტო სივის დადება არ იქნება საკმარისი, ანუ უნდა დადოთ, რომ მისგან, მისი ადვოკატისგან, მისი აგენტისგან, წარმომადგენლისგან უნდა იყოს გამოგზავნილი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე, ანუ დასტური კანდიდატად განხილვის, მომავალშო კი მწვრთნელის პოსტის დაკავებაზე. აი ეს იქნება დოკუმენტი. რატომ უნდა დავუჯერო არველაზეს, ან შენ, როდესაც თვითონ "პირობითად კანდიდატი" აცხადებს რა სისულელეაო?
გულშემატკივარი gios
18:39 27-11-2014
0
მოასორეტ ეს არველაზეები დაიქცა ქარტული პეხბურტი ეს მსახიობები რას იტყლარწებიან ტიტქოს მსოპლიო დონის იყვნენ მატ რა პეხბურტი იტამასეს სასაცილოა მატი ამდენი ტელევიზორსი ყირება ამდენი ინტერვიები მატგა აგება ხალხი იცდის გადადგენ სასწრაპოდ სანამ პედერაცია არ დაუნგრევია ხალხს ვერ აკეტებ არ გამოგდის ადექი და წადი დაწეპებული ხარტ სკამზე
qutaiseli
15:11 27-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული