საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
8 იანვარს ფიფა/კოკა-კოლას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა.

საქართველოს ნაკრები 239 ქულით 126-ე ადგილზე იმყოფება. გასულ თვეს "ჯვაროსნები" 125-ე ადგილს იკავებდნენ.

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ათეულს, მასში ცვლილებები არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თანამდებობაზე 2014 წლის 25 დეკემბერს დაინიშნა. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ნაკრები პირველ შეკრებას მარტში გაივლის, ხოლო ცხადაძის სადებიუტო შეხვედრა საქართველოში მალტას ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
სულ 125 გუნდია? :)))
გეჩე
16:00 08-01-2015
0
ასე როგორ შეიძლება ქართველებმა როგორ დავკარგეთ ყველაფერში თავმოყვარეობა. აღარ შეგვრჩა არაფერი კარგი
gaga
15:42 08-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული