ცნობილია, რომ "ჯვაროსნების" დამრიგებელი, ნაკრებში მუშაობის პარალელურად, ბაქოს "ინტერსაც" გაწვრთნის და ივნისამდე ანაზღაურების გარეშე იმუშავებს - ასე იქნება ორ უახლოეს მატჩში მალტასა (ამხანაგური) და გერმანიასთან (შესარჩევი).
კონკრეტულად, ინტერესი ცხადაძის ანაზღაურებამ გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ათასგვარი ხმა გავრცელდა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესას კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გასცა:
"ნამდვილად ვერ გეტყვით, ცხადაძეს "ინტერში" რა ანაზღაურება აქვს და საქართველოს ნაკრებში უფრო მეტს
ჩვენ ბაქოელთა პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ვიდრე ცხადაძე კლუბში იმუშავებს, ხელფასს მხოლოდ "ინტერში" მიიღებს. ივნისიდან მას თანხას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადაუხდის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"