დღის წესრიგში ხუთი საკითხი იყო და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი - ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დამტკიცება და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კალენდრების მიღება.
პირველ საკითხად ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დამტკიცება იყო, რასაც აღმასკომმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ნაკრების ახალ თავკაცთან - კახა ცხადაძესთან გაფორმებულია 6 თვე + 2 წელი - ხანგრძლივობის კონტრაქტი.
მიზნებში კი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ან, მინიმუმ, საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გასვლაა. მთავარი მწვრთნელის მუშაობა
ამ საკითხის შემდეგ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კალენდრების ვარიანტები და აღმასკომს განსახილველად შესთავაზა.
მსჯელობის შემდეგ კალენდრები დამტკიცდა. კალენდრების ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
აღმასკომმა, ასევე, დაამტკიცა სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების სტრუქტურის ახალი რედაქცია და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებასა და სადისციპლინო კოდექსში შეტანილი ცვლილებები.
ეს ცვლილებები შეეხება ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ვიდეოჩანაწერების დროულად წარმოდგენას.
სფფ-ის პრესსამსახური