შოთა არველაძე: გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ შანსი ყველასთან არის!

AutoSharing Option
საქართველოსა და სლოვაკეთის 17-წლამდელთა ნაკრებების ამხანაგურ მატჩს "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეც დაესწრო.

ბოლო დროს მისი გაწვრთნილი გუნდი უკეთესად ათამაშდა, მიჯრით წაგებათა სერია შეწყდა, შოთამ საკუთარ იუბილეზე გამარჯვება არ დაანება "ტრაბზონს"... თან წინ გვაქვს გერმანიასთან უმნიშვნელოვანესი შესარჩევი მატჩი ახალი მწვრთნელის დებიუტით... მოკლედ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავთან სალაპარაკო დაგროვდა.

შოთა არველაძესთან ინტერვიუ სლოვაკეთთან მატჩის შესვენებისას შედგა...

- როგორ მოგწონთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თამაში?
- იბრძვიან ბიჭები, რაც შეუძლიათ, აკეთებენ. არ ვარ უკმაყოფილო. იმედია, მოახერხებენ გამარჯვებას...

- საქართველოში რა ხნით
ჩამოხვედით?

- მხოლოდ ერთი დღით. გრაფიკი მეტის საშუალებას არ იძლევა.

- ბოლო დროს "ქასიმფაშაში" უკეთესობაა. თქვენს ოდინდელ კლუბ "ტრაბზონს" წაართვით ქულები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვეულებრივი მატჩი იყო?
- კი, შეიძლება ასეც ითქვას. ჩემს დაბადების დღეს ადრეც ხშირად დამთხვევია ხოლმე ესა თუ ის თამაში. ვიმედოვნებ, მალე მოგებებსაც დავიწყებთ. ადრეც გითხარით, მაშინ ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ მიდიოდა... იღბლის ამბავიც იყო...

- რას იტყვით ლაშა დვალის დებიუტზე?
- შეუცვლელად ითამაშა. მჯერა, კიდევ მოუმატებს მომდევნო შეხვედრებში. ახალგაზრდაა, მაგრამ - ნამდვილი პროფესიონალი. ლაშამ უკვე იცის, რომ დიდი შრომა მოუწევს კონკურენციის დასაძლევად.

- საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს მატჩს თუ დაესწრებით?
- გერმანიასთან თამაშზე თბილისში ვიქნები. ეს გადაწყვეტილია.

- მალტასთან?
- სამწუხაროდ, ოთხი დღით ვერ ჩამოვალ. ისე, კი მინდოდა...

- ფაქტია, გერმანიასთან უმძიმესი თამაში გველის. რას იტყვით?
- ზოგადად, მჯერა ქართული ფეხბურთის მომავლის და ისიც მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მინდა, წარმატება ვუსურვო კახა ცხადაძეს, მთელ ნაკრებს...

გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია და ამ ორ სიტყვაში შეგვიძლია, მთელი მისი დახასიათება მოვაქციოთ, მაგრამ შანსი ყველასთან არის. დღეს ასეთია ფეხბურთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენ არა გვყავს მესები მაგრამ ვისაც ყავს ისინიც ვრაფერს აკეთებენ ამიტომ საჭიროა კარგი ანალიზი ეგ ევალება მწვრთნელს
0
რამდენჯერმრ გამოიძახა ტყებუჩავამ ჩემი შვილი ბოლოს სხვები მიიწვია თამაშზე მსაჯებიც გაკვირვებული იყვნენ ვინები გამოიძახაო ალბათ თქვენც კარნახობთ ცოტა ნაცნობ გვარებს სირცხვილია მიტოა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად ცოდვაა ნიჭიერი ბიჭები მიეცით თამაშის საშუალება მაინდამაინც არველაძე უნდა იყოს ,ან მაგათI დარეკილი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული