ფიფას ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრებს ქუვეითმა გაუსწრო

AutoSharing Option
12 მარტს ფიფა/კოკა-კოლას განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, წინა თვის რეიტინგის მსგავსად, ამჯერადაც 126-ე ადგილზეა 225 ქულით.

ცნობისთვის, ჩვენზე წინ არიან ლიხტენშტაინი (123-ე ადგილი), ზიმბაბვე (124) და ახლა უკვე ქუვეითიც (125)...

რაც შეეხება კახა ცხადაძის გუნდის მეტოქეებს ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში, რეიტინგის სათავეში მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია 1729 ქულით.

34-ე პოზიციას იკავებს D ჯგუფის ამჟამინდელი ლიდერი პოლონეთი (778 ქულა), ხოლო მასზე ხუთი საფეხურით დაბლაა შოტლანდია (39 ადგილი, 727 ქულა).

66-ე ადგილზეა ირლანდია (521), ხოლო გიბრალტარს, უეფასგან განსხვავებით, ფიფა
ჯერჯერობით არ ცნობს და შესაბამისად, ის არც რეიტინგშია წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩებს 25 და 29 მარტს, მალტასთან (ამხანაგური) და გერმანიასთან (ევროშესარჩევი) გამართავს.

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრები ფიფას ახალი რეიტინგის ათეულიდან გავარდა
მკითხველის კომენტარები / 9 /
მადლობა ქეცბაიას, კ ი დ ო სიჭინავასა და არველაძეს!!
თაზო
11:22 13-03-2015
0
რა არ მოგწონთ უმადურო გულშემატკივრებო? 126-ე ადგილი ნიშნავს 26-ე ადგილს მეორე ასეულში, სულაც არ არის ურიგო შედეგი. მე და არველაძეები კიდევ დიდ ხანს ვიქნებით ფედერაციაში მტრის ჯინაზე! საქართველოს გაუმარ ჯოოოს!
დომენტია სიჭინავა და შანტრაბა
01:44 13-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული