13:29 24-03-2015
"დინამო არენასთან" საქართველო-გერმანიის მატჩზე დასწრების მსურველთა რიგი დგას [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბილეთების შეძენის მსურველები ამბობენ, რომ დღეს მხოლოდ ერთი სალარო მუშაობს და ისიც - რამდენჯერმე გაიღო და დაიკეტა.
"სალარო ხან გაიღება, ხან იკეტება. ამბობენ, რომ საკმარისი რაოდენობის ბილეთები ჯერ დაბეჭდილი არ არის. რიგში ვარ დაახლოებით 3 საათია, თუმცა კონკრეტული პასუხი არ ვიცი, როდის შევძლებ ბილეთის შეძენას", - აცხადებს რიგში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.
საქართველო-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო. ბილეთის ფასი - 10, 15, 20 და 30 ლარია.
საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა საკვალიფიკაციო მატჩი 29 მარტს "დინამო არენაზე", 20:00 საათზე დაიწყება.
"ინტერპრესნიუსი"
ასევე იხილეთ:
როგორ შევიძინოთ საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთები ინტერნეტით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
10 საატიდან ვიდექი რიგში და 2 საათამდე მქონდა დრო დაისე გაიარა რომ ბილეთი ვერ შევიძინე იმის გაორომ ჯერ ნახევარი საათ დააგვიანეს სალაროს გახსნა და მერე ერთის სალაროს მეტი არ გახსნეს!!!!!ეს არის ქვეყანაა?!!!საერძთოდ არ უნდა მიხვიდე ფეხბურთზე!!!
0
0
ძვირფასო ფეხბურთის ფედერაციავ.ნუ აგინებინებთ ხალხს ნურც თქვენს თავს და ნურც მომუშავე პერსონალის. ბილეთებს ვერ ბეჭდავთ ჩქარა ვერ ბეჭდავთ,მაგრამ რიგის დარეგულირება და 12ტიდან 7 სალაროს გახსნა მაინც ხომ შეგილიათ.თუ არ იცით ეს როგორ კეთდება მომმართეთ.კაპიკის აღება არ მჭირდება.10 წუთის საქმეა დილას რომ დავდო ბარიერები და სალაროსთამ მისასვლელ გასასვლელები
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული