"დინამო არენაზე" მისულ ქომაგებს სკამებზე "კვირის პალიტრის" მიერ ნაჩუქარი დროშები დახვდებათ. საქართველოს დროშას 4500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
"კვირის პალიტრა" მოუწოდებს ქომაგებს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის დროს გულშემატკივრებმა დროშები აღმართონ და უფრო გაალამაზონ "დინამო არენაზე" გასამართი მატჩი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.