საქართველო-გერმანია 0:2 - როგორც 20 წლის უკან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტურის შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"დინამო არენაზე" მატჩი კახა ცხადაძის გუნდისთვის პირველივე წუთებიდან ცუდად დაიწყო - ტრავმა მიიღო ალეკო ამისულაშვილმა, მის ნაცვლად კი მოედანზე ლაშა დვალი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს დვალისთვის სადებიუტო მატჩი აღმოჩნდა ეროვნულ გუნდში.

მსოფლიოს ჩემპიონების უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. უკვე მე-5 წუთისთვის მარკო როისის დარტყმის შემდეგ ბურთი ჩვენი კარის ხარიხას მოხვდა...

სტუმრებმა საქმე პირველსავე ტაიმში მოათავეს. 39-ე წუთზე მარიო გიოტცემ ჩვენს საჯარიმოში ეფექტურად
ითამაშა, რის შემდეგაც ბურთი მარკო როისს მიუვიდა, ამ უკანასკნელს კი ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.

გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები აირია, ხუთი წუთის შემდეგ კი სტუმრებმა გიორგი ლორიას კარი მეორედ დალაშქრეს - იოზილის გადაცემის შემდეგ თომას მიულერმა ქართველ მცველებს აჯობა - 0:2.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მე-60 წუთზე გატანასთან ახლოს კი როისი იყო, რომლის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

მატჩის დროსაც და მიწურულსაც, მოედანზე რამდენჯერმე გულშემატკივარი შევარდა...

რაც შეეხება D ჯგუფის სხვა შეხვედრებს, შოტლანდიის ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 6:1 დაამარცხა, ირლანდიისა და პოლონეთის მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევში მორიგ მატჩს სტუმრად პოლონეთთან, 13 ივნისს გამართავს.

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
საქართველო-გერმანია 0:2
გოლები: 0:1 როისი (39), 0:2 მიულერი (44).
გაფრთხილება: მახარაძე, კანკავა, შვაინშტაიგერი, ჭანტურია.

საქართველოს ნაკრები:
ლორია, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი (3, დვალი), ნავალოვსკი, მახარაძე (63, ყენია), კანკავა, ოქრიაშვილი (46, ჭანტურია), კობახიძე, მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

გერმანიის ნაკრები: ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰექტორი, შვაინშტაიგერი, იოზილი, როისი, რუდი, კროოსი, გიოტცე (87, პოდოლსკი), მიულერი (86, შიურლე).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

მატჩის არბიტრი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი).
მკითხველის კომენტარები / 7 /
შევიგნოთ და გავიგოთ რომ არ ვიცით ფეხბურთის თამაში, სირბილი ეზარებათ სირცხვილია.
გიორგი
10:35 30-03-2015
0
რასაც არ მოველოდი,რაც სხვა ნაკრებთან გერმანიას არ გაუკეთებია-დაგვინდეს!
რის ფეხბურთი ვითამაშეთ ხალხო? 21% ბურთის ფლობა 120 სწორი პასი-აი ჩვენი მონაგარი მთელ თამაშში
aleko
09:37 30-03-2015
0

სიახლეები პოპულარული