საქართველო-გერმანია 0:2 - როგორც 20 წლის უკან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტურის შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"დინამო არენაზე" მატჩი კახა ცხადაძის გუნდისთვის პირველივე წუთებიდან ცუდად დაიწყო - ტრავმა მიიღო ალეკო ამისულაშვილმა, მის ნაცვლად კი მოედანზე ლაშა დვალი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს დვალისთვის სადებიუტო მატჩი აღმოჩნდა ეროვნულ გუნდში.

მსოფლიოს ჩემპიონების უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. უკვე მე-5 წუთისთვის მარკო როისის დარტყმის შემდეგ ბურთი ჩვენი კარის ხარიხას მოხვდა...

სტუმრებმა საქმე პირველსავე ტაიმში მოათავეს. 39-ე წუთზე მარიო გიოტცემ ჩვენს საჯარიმოში ეფექტურად
ითამაშა, რის შემდეგაც ბურთი მარკო როისს მიუვიდა, ამ უკანასკნელს კი ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.

გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები აირია, ხუთი წუთის შემდეგ კი სტუმრებმა გიორგი ლორიას კარი მეორედ დალაშქრეს - იოზილის გადაცემის შემდეგ თომას მიულერმა ქართველ მცველებს აჯობა - 0:2.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მე-60 წუთზე გატანასთან ახლოს კი როისი იყო, რომლის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

მატჩის დროსაც და მიწურულსაც, მოედანზე რამდენჯერმე გულშემატკივარი შევარდა...

რაც შეეხება D ჯგუფის სხვა შეხვედრებს, შოტლანდიის ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 6:1 დაამარცხა, ირლანდიისა და პოლონეთის მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევში მორიგ მატჩს სტუმრად პოლონეთთან, 13 ივნისს გამართავს.

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
საქართველო-გერმანია 0:2
გოლები: 0:1 როისი (39), 0:2 მიულერი (44).
გაფრთხილება: მახარაძე, კანკავა, შვაინშტაიგერი, ჭანტურია.

საქართველოს ნაკრები:
ლორია, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი (3, დვალი), ნავალოვსკი, მახარაძე (63, ყენია), კანკავა, ოქრიაშვილი (46, ჭანტურია), კობახიძე, მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

გერმანიის ნაკრები: ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰექტორი, შვაინშტაიგერი, იოზილი, როისი, რუდი, კროოსი, გიოტცე (87, პოდოლსკი), მიულერი (86, შიურლე).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

მატჩის არბიტრი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი).
მკითხველის კომენტარები / 7 /
შევიგნოთ და გავიგოთ რომ არ ვიცით ფეხბურთის თამაში, სირბილი ეზარებათ სირცხვილია.
გიორგი
30 მარტი 2015 10:35
0
რასაც არ მოველოდი,რაც სხვა ნაკრებთან გერმანიას არ გაუკეთებია-დაგვინდეს!
რის ფეხბურთი ვითამაშეთ ხალხო? 21% ბურთის ფლობა 120 სწორი პასი-აი ჩვენი მონაგარი მთელ თამაშში
aleko
30 მარტი 2015 09:37
0
ერთ ორ ფეხბურთელს თუარ ჩავთვლით ეს იყო რაც არის დღევანდელი მაქსიმუმი ამ დონის ნაკრებთან ჩემი აზრით ჭანტურია როცა ოქრი იყო მოედანზე მაშვინ უნდა დაეყენებინა აშკარად დაიღალა მარტო წინ და კიდე ლობჟანიძე და მახარაძე აშკარად არარიან ნაკრების დონის ფეხბურთელები ჯერ ჩვენი ნაკრები რა არის მაგრამ მაინც დვალი კარგი იყო კობახიძე კიდე სუსტია ძალიან მოკლებული აქ სერიოზულად ათიდან 8 პასი მეტოქეს ფეხებში ეს მეტისმეტია იგივე მახარაძე პირველი გოლი მისი დამსახურებაა პირველ რიგში არაფერს ვამბობ რაც უპასა მეტოქეს ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს.
qutaiseli
30 მარტი 2015 00:47
0
ეს იკო სოფლის გუნდის დონე.გერმანიასტან ახლოსაც ვერ მივალტ.აქ ვცხოვრობ და ასეტ ფეხბურტს აქ სოფლის გუნდები ტამასობენ.ვერ დარბიან.ორ ნაბიჯზე პასს ვერ აკეტებენ.ბოდისი და ... გასიებული აქვტ...ორი მეტრის გავლის სემდეგ ვერ სუნტქავენ.სირბილზე ლაპარაკიც ზედმეტია.ერტადერტი ნატელი ცერტილი ლორიას გარდა კვირკველია იკო.და კიდევ ერტი.დაანებეტ ტავი ცანტურიას და კენიას ქებას.უკანალები დზლივს დააქვტ.მიხედეტ ეროვნულ ცემპიონატს.აასენეტ საპეხბურტო მინდვრები და სტადიონები რეგიონებსი.სახელმციპო უნდა ცაერტოს აქტიურად ამ საქმესი.სხვანაირად არაპერი არ გამოვა.აქ კოველ ნაბიჯზე საფეხბურტო სკოლებია და ისეტი ინფრა სტრუქტურა აქვტ,ცვენტან არც დაესიზმრებატ.დაიცკეტ ფუნდამენტიდან,ტორემ სულ ასეტ სოპლის გუნდად დავრცებიტ.
wagneri janashia.
29 მარტი 2015 23:34
0
კარგად ითამაშეს,იბრძოლეს,ტოლი არ დაუდეს,თავი არ დაუხარეს მსოფლიო ჩემპიონებს.პირველ ტაიმში ერთი მაგრად ანერვიულეს კიდეც.
ვერ ვიტყვი,რომ მეტი შეეძლოთ.წარმატებას ვუსურვებ შემდგომ მატჩებში.
Zaza
29 მარტი 2015 23:08
0
მეტი ფიზიკური კონდიციები გვჭირდება, რაც სწორი მუშაობის პირობებში მგონია შესაძლებელია. მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის.
gizog
29 მარტი 2015 22:28
0
საყვედურს ნამდვილად ვერ ვიტყვი.
gizo
29 მარტი 2015 22:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული