კახა ცხადაძე: ჩემი გუნდის მომავლის მჯერა!

AutoSharing Option
29 მარტს, "დინამო არენაზე" გამართული საქართველოსა და გერმანიის მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს:


კახა ცხადაძე:
- ძალიან ცუდი იყო, მატჩის დასაწყისშივე იძულებითი შეცვლის გაკეთება რომ მოგვიხდა - ამისულაშვილმა ტრავმა მიიღო, მეორე ნახევარში კი მოედანზე გასვლა ვერც ოქრიაშვილმა შეძლო...

ბურთს მოვიპოვებდით თუ არა, მისი შენარჩუნება გვიჭირდა და მალევე ვკარგავდით. ამ პრობლემის მოგვარებაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. შორეული გადაცემები და ბურთის უაზროდ მოგერიება არაფერს გვარგებს. მირჩევნია, ფეხბურთი ვაჩვენოთ და წავაგოთ, ვიდრე - ანტიფეხბურთი.

- გუნდმა
მეორე ნახევარში უფრო წინ აიწია. ეს თქვენი დავალება იყო თუ ანგარიშიდან გამომდინარე მოხდა?

- მთავარი იყო ბურთის შენარჩუნება, სამი-ოთხი პასის გაკეთება და შეტევის სწრაფად დაწყება. წარმოუდგენლად რთულია, შეტევა დაიწყო დაცვიდან ერთი გადაცემით. მეორე ტაიმში ეს პრობლემა ოდნავ გამოსწორდა და მომენტებიც ამიტომ შევქმენით. ამის გამო ბიჭებს მადლობა გადავუხადე.

რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების, საერთოდ, ამ გუნდის პოტენციალის მჯერა და დარწმუნებული ვარ, მოვუმატებთ. მათ საკუთარი თავის რწმენა, მეტი თავდაჯერებულობა უნდა ჰქონდეთ და შედეგი აუცილებლად მოვა.

- თამაშიდან თუ შენიშნეთ პოზიტიური მომენტი, რაც სამომავლოდ იმედს გაძლევთ?
- ასეთი მომენტი მეორე ტაიმში დავინახე. ამდენი წელია, ფეხბურთელებს ლანძღვა-გინების მეტი არაფერი ესმით და 3 დღეში ამ პრობლემების მქონე გუნდის დალაგება შეუძლებელია. ამას თავის გასამართლებლად არ ვამბობ - მე ამ გუნდში პოტენციალს ნამდვილად ვხედავ.

სრულყოფილებისგან შორს ვართ, მაგრამ შრომით უკეთესი თამაშის ჩვენება შესაძლებელია. აშკარაა, რომ ბოლო პასის პრობლემაც გვაქვს. ბურთის მიღებისას, ფეხბურთელს გოლის გატანის რწმენა უნდა ჰქონდეს. ესაა მთავარი პრობლემა. როცა მეტოქეს ბურთს ავართმევთ, ჯერ უნდა შევინარჩუნოთ, შეტევაში რომ გადავიდეთ.

- დვალის თამაშს როგორ შეაფასებდით?
- ძალიან კმაყოფილი ვარ. ის თამაშში ფანტასტიკურად ჩაერთო. მომეწონა, რომ დაცვიდან ბურთი ხშირად ამოჰქონდა და შეტევებს თამამად იწყებდა.

საერთოდ, მეორე ტაიმში პოზიტიური ეს იყო, რომ ბურთის ატანა მცველებმა მოკლე პასებით დაიწყეს და თამაში გაგვიადვილდა. რა თქმა უნდა, დაცვიდან ერთი გრძელი გადაცემით საგოლე მომენტის შექმნა გერმანიის დონის ნაკრებთან შეუძლებელია.

- მჭედლიძეს ბურთის მიღება და მისი შენარჩუნება უჭირდა. მოსინჯავთ თუ არა სხვა ფორვარდებს?
- არ ვფიქრობ, რომ მჭედლიძემ ცუდად ითამაშა. მან ბევრი იშრომა და იბრძოლა. რთულია 90 წუთი მარტო ეთამაშო ორ მცველს, მით უფრო, ბოატენგისა და ჰუმელსის დარ მაღალკვალიფიციურ ფეხბურთელებს. ცხადია, შანსი სხვა ფორვარდებსაც მიეცემათ, თუმცა ვიმეორებ - მჭედლიძით კმაყოფილი ვარ.

- ამისულაშვილისა და ოქრიაშვილის ტრავმები სერიოზულია?
- ამისულაშვილის ტრავმა სერიოზულია, მას კუნთი გაუწყდა. ოქრიაშვილის დიაგნოზი კი ორშაბათს გვეცოდინება.

* * *
Sportall.Ge

იოახიმ ლიოვი:
- ჩვენ 3 ქულა გვჭირდებოდა და განსაკუთრებული მოტივაცია გვქონდა. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით, რადგან ამ პერიოდში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო და სანახაობრივი ფეხბურთიც ვაჩვენეთ. მეორე ტაიმში კი ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარი მაინც გამარჯვება იყო.

- რას იტყვით მარკო როისისა და ბასტიან შვაინშტაიგერის თამაშზე?
- როისი ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და გუნდური თამაშიც არ ეშლება. მან კარგად შეძლო შეტევაში ჩართვა და ძირითადში მისი დაყენება სწორი გადაწყვეტილება იყო. ბასტიანის გამოცდილება და კლასი კი გამარჯვებების მოპოვებაში ყოველთვის გვეხმარებოდა. მისი ნდობა ყოველთვის შეიძლება. დღეს მან და კროოსმა მოედნის ცენტრში სამაგალითოდ ითამაშეს.

- დღეს ვიხილეთ 2 გოლი და მოედანზე შევარდნილი 7 გულშემატკივარი. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?
- ეს არასასიამოვნო ფაქტი იყო, რადგან ამ ხალხმა ყველანაირი მიღებული წესი დაარღვია და თამაშში ხელი შეგვიშალა. ამას გარდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს უსაფრთხოების ნორმებიც. ასეთი რამ არ მომწონს.

- საქართველოს ნაკრებმა რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე? რას იტყოდით მის პერსპექტივაზე და მეტოქე გუნდიდან ვის გამოარჩევდით?
- პერსპექტივა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ახალგაზრდული გუნდია, ახალი მწვრთნელი ჰყავს და ბევრს ვერაფერს ვიტყვი.

მატს ჰუმელსი:
- ჩემი ამოცანაა, მეტოქეს გოლი არ გავატანინო და საჯარიმოში არ შევუშვა. დღეს, მთელი 90 წუთი კონცენტრირებული ვიყავი. თამაში ჩვენ მიგვყავდა და, ფაქტობრივად, მეტოქეს საგოლე შანსი არ მივეცით, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი კუთხურის გათამაშებას, როცა ჩვენს კართან მომენტი შეიქმნა.

კარგი იქნებოდა, მეტი გაგვეტანა, მაგრამ მთავარია, სახლში 3 ქულით ვბრუნდებით. რაც შეეხება მაყურებლის შემოვარდნას, მე მათი არ მესმის. ისინი უნდა დაისაჯონ, მომავალში იმავეს კეთების სურვილი რომ გაუქრეთ. სხვა თუ არაფერი, მსგავსი გამოხტომები ჩვენ საფრთხეს გვიქმნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მეკარე ვერ ფლობს საჯარიმო მოედანს,ვერ ხელმძღვანელობს დაცვას.დაცვაში არის ხარვეზები.გუნდში გვჭირდება ლიდერი.
ნუგზარი-1
31 მარტი 2015 20:11
0
კახა ცხადაძე - " მირჩევნია, ფეხბურთი ვაჩვენოთ და წავაგოთ, ვიდრე - ანტიფეხბურთი. "

ბატონ მწვრთნელს, კარში 0 დარტყმა ფეხბურთი ჰგონია ?
Giorgi
31 მარტი 2015 09:45
0
2-3 თამაშიდან მწვრთლენზე ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ 90 წუთში მეტოქის კარში ერთხელ მაინც უნდა დაარტყა. რაღაც მეტის შეცვლის დრო ჰომ არ მოვიდა ?
გულშემატკივარი
30 მარტი 2015 14:35
0
ეს პონჩიკა ინვალიდები (3-4 კაცის გარდა) გასახრელები არიან დფა ახალგაზრდები არიან მოსაყვანები,ამათ შემხურე მომავალი თაობა რას ისწავლის?! 45 წუთიანი ფეხბურთელები
vova
30 მარტი 2015 12:52
0
პონჩიკა წვეროსნების ნაკრები :)
20 წუთი თამაშის მერე 25 დარჩენილი წუთი მწვრთნელი უხვიროდა რომ განძრეულიხვნენ (ჭანტურიას)
ამათგან რა გამოვა?!
vova
30 მარტი 2015 12:46
0
გუშინ ნაკრებმა ფეხბურთი ითამაშა, სწორი ფეხბურთი. გუნდი შეტევაში ცდილობდა თამაშს, ზოგი რამ გამოუვიდათ, ზოგი არა, მაგრამ პოტენცია აშკარად ჩანდა. მთავარი ის არის რომ გუნდი წინ მიდიოდა და შეშინებული არ თამაშობდა. 7 კუთხური მოვაწოდეთ გერმანიასთან, ეს იმის ფონზე რომ საქართველოს ნაკრები მსგავს მეტოქეებთან მაქსიმუმ 2-3 კუთხურს აწოდებდა. არ შეიძლება წაგებით კმაყოფილი იყო, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ახალი მწვრთნელით და მჯერა ჩვენი ნაკრების.
თენგო
30 მარტი 2015 12:42
0
ოღონდ რამე ცუდი უნდა თქვა და უზომოდ ბედნიერი ხარ?აბა ანალიზის უნარი არ მოუცია ღმერთს და რა დაგრჩენია.მთლად დაკარგა ქართველობამ სახე.
vaxvax
30 მარტი 2015 12:30
0
არ მესმის ესეთი კომენტარის რა...? რას ნიშნავს წავიდეს? მე როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი ვატყობ განსხვავებას იმ ნაკრებისა და დღევანდელს შორის...დაცვაში ჩამჯდარი ნაკრები, არ შეიძლება ესე....ათამაშდებიან დარწმუნებული ვარ უკეთ.
datos
30 მარტი 2015 12:21
0
ეჰჰ, საწყალი ცხადაძე, ჯობია დროზე წავიდეს, თორემ ამასაც აერევა ფეხბურთი აზრი. ალბათ ერთადერთი ვინც პოზიტივი დაინახა გუშინდელ კოშმარში და ანტიფეხბურთში მინაშვილი იყო:) საერთოდ ჯობია რომ მას ფეხბურთის კომენტარს თავი დაანებოს და ფსონები დადოს:)
dato
30 მარტი 2015 11:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული