- მატჩი მძიმე გამოდგა, უჟგოროდში სულ ასეა. პირველ ტაიმში ვაჯობეთ მეტოქეს, მომენტებიც ბევრი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გავიტანეთ. "ჰოვერლამ" ერთხელ დაარტყა და გოლი გაიტანა. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ჩვენმა პრესინგმა შედეგი გამოიღო და ორი დამსახურებული გოლი გავიტანეთ.
- რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ძალების რწმენა ბოლო წამებზე?
- მას მერე, რაც ჟელკო ლიუბენოვიჩმა გაიტანა, დარწმუნებული ვიყავი, კიდევ
- ალბათ, უშუალო კონკურენტების თამაშებს თვალყურს ადევნებთ...
- რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ შევძელით სამი ქულის მოპოვება.
- რამდენად ძნელია სერიოზული მატჩების წინ სატურნირო მდგომარეობისთვის არშეხედვა?
- პროფესიონალები ვართ, მწვრთნელი გვამზადებს კონკურენტული თამაშისთვის. ვიცით, რომ ქულები უნდა მოვიპოვოთ, ეს მთავარია.