"მაინტერესებს როლანდ გიგოლაევი, რომელიც პოლონეთის უმაღლეს ლიგაში, ხოჟუვის "რუხში" თამაშობს. ის თბილისშია დაბადებული და საქართველოს სახელით თამაშზე თანახმაა. ცაციაა და მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მუდმივი პრაქტიკა აქვს".
25 წლის როლანდ გიგოლაევი "რუხის" მარცხენა მცველი ან ნახევარმცველია. მან ამ სეზონში 20 თამაშში 2 გოლი გაიტანა პოლონურ ექსტრაკლასაში. სხვათა შორის, მას ცენტრალურ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. გიგოლაევი რუსეთის მოქალაქეა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.
2010 წელს ის ისე გახდა რუსეთის ჩემპიონი, "ზენიტის" რიგებში
პოლონური პრესის ცნობით, გიგოლაევი "რუხისთვის" შეტევაში უფრო ნაყოფიერია, ვიდრე დაცვაში.
გიგოლაევი თბილისში დაიბადა და ფეხბურთის თამაში 12 წლის ასაკში უკვე ვლადიკავკაზის "იუნოსტში" დაიწყო. 2007-დან 2010 წლამდე მან "ზენიტის" დუბლებში 70 მატჩში 8 გოლი გაიტანა.