ვინ არის როლანდ გიგოლაევი, ვისი აყვანაც კახა ცხადაძეს საქართველოს ნაკრებში სურს

AutoSharing Option
ახლახან,  გაზეთ "ჩვენ თამაშთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თავკაცმა კახა ცხადაძემ შემდეგი განაცხადა:

"მაინტერესებს როლანდ გიგოლაევი, რომელიც პოლონეთის უმაღლეს ლიგაში, ხოჟუვის "რუხში" თამაშობს. ის თბილისშია დაბადებული და საქართველოს სახელით თამაშზე თანახმაა. ცაციაა და მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მუდმივი პრაქტიკა აქვს".

25 წლის როლანდ გიგოლაევი "რუხის" მარცხენა მცველი ან ნახევარმცველია. მან ამ სეზონში 20 თამაშში 2 გოლი გაიტანა პოლონურ ექსტრაკლასაში. სხვათა შორის, მას ცენტრალურ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. გიგოლაევი რუსეთის მოქალაქეა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.

2010 წელს ის ისე გახდა რუსეთის ჩემპიონი, "ზენიტის" რიგებში
მხოლოდ ირიცხებოდა და არ უთამაშია. შემდეგ თამაშობდა ვლადიკავკაზის "ალანიაში" და სანკტ-პეტერბურგის "დინამოში". მეორე სეზონია, ის "რუხშია".

პოლონური პრესის ცნობით, გიგოლაევი "რუხისთვის" შეტევაში უფრო ნაყოფიერია, ვიდრე დაცვაში.

გიგოლაევი თბილისში დაიბადა და ფეხბურთის თამაში 12 წლის ასაკში უკვე ვლადიკავკაზის "იუნოსტში" დაიწყო. 2007-დან 2010 წლამდე მან "ზენიტის" დუბლებში 70 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნუ ჭორაობთ აქ რა , კაცი ეძებს გამოსავალს და ეს დასაფასებელია მხოლოდ . ,,მესხი ,უფროსი,უნცროსი ..."( ეს სხვათა შორის ესე იწერება : მესხი უფროსი , უმცროსი ,..) არც პოლონეთს ყავს , არც ირლანდიას და ა.შ , მაგრამ თამაშობენ შემტევ ფეხბურთს. ზოგადად , შემტევები გვაკლია და კაცი ეძებს , რაა აქ დასაცინი და გასაკიცხი ?
zaza
11 მაისი 2015 14:45
0
შენ მართლა მეცოდები კახა
ZUKA
03 მაისი 2015 09:46
0
ყოფილ ცენტრალურ მცველს ეს ფლანგური შეტევები საიდან. ამისათვის უდა გყავდეს ნიჭიერი ფლანგელები (მესხი, უფროსი, უნცროსი, გუცაევი, კოსტავა და ა.შ.) და არ უნდა ეძებდე საშუალო დონეზე დაბალი დონის ფეხბურთელს, რომელსაც თავისი უშუალო ფუნქციის შესრულებაც კი არ შეუძლია. შემთევი ფეხბურთის თამაშს ტალანტები ჭირდება ბიძია, გადახედეთ რეალის და ბარსელონას შემადგენლობას. მე მგონი ჩვენი მწვრთნელები ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან: ქეცბაია დაცვას აწვებოდა, ცხადაძე შეტევას აწვება. ოპტიმალური მოძებნეთ, ოპტიმალური, სათამაშო სქემაზე მაქვს საუბარი.
555
30 აპრილი 2015 12:13
0
მთავარია საქართველოს ნაკრებში გამოგვადგეს,თორემ ოსი იქნება თუ აფხაზი. რა მნიშვნელობა აქცს,ოსებიც და აფხაზებიც ჩვენი ძმები იყვნენ...... და მომავალშიც ძმები იქნებიან. გივი გაგნიძე
Goreli
30 აპრილი 2015 08:32
0
თუ კი ქართულ ფეხბურთში ოსები და აფხაზები დაბრუნდებიან ეს კარგია,მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები რადგან ქართული ფეხბურთი მათთვის ყოველთვის მშობლიურად ითვლებოდა.მე მივესალმები,თქვეენ?
Bacho
29 აპრილი 2015 22:50
0
იუნოსტი ვლადიკავკაზის გუნდია და ჩემი 14 წლის ბიძაშვილიც ირიცხება ;)
Lasha
29 აპრილი 2015 21:52
0
იუნოსტი ცხინვალისაა..ცნობისათვუს და არს ვლადოკავკაზის
Dato
29 აპრილი 2015 19:58
0
ეეეეე მაგრად გაკლია კახა ვინც გინდა მოიკვანე ამაზე უარესი მაინც რაუნდა იკოს
xaro
29 აპრილი 2015 19:47
0
რა მნიშვნელობა აქვს ვის მოიყვანს მთავარია შედეგი
giorgi
29 აპრილი 2015 18:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული