გამოძახება დაიწყო - საქართველოს ნაკრების პირველი წევრის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
fcvolyn.net წერს, რომ სანდრო კობახიძისთვის სეზონი უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურით არ დასრულდება, მას სანაკრებო ბატალიები ელის.

29 მაისს "ვოლინი" ბოლო ტურში ლუცკში დონეცკის "მეტალურგს" მიიღებს.

კახა ცხადაძემ სანდრო ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ჩვენი ნაკრების შეკრება ავსტრიაში 3 ივნისს იწყება, მწვრთნელი კი ვალდებულია, ლეგიონერთა გუნდები გამოძახების შესახებ ორი კვირით ადრე გააფრთხილოს.

9 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურად გაეჯიბრება უკრაინას, 13-ში კი ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში პოლონეთს ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ ივარჯიშოთ „47+5“ მეთოდით!
გუჯა კახაძე
23 მაისი 2015 12:55
0
ვაკო ყაზაიშვილი არის ნაკრების ძირითადი მოთამაშე და იმედია მთავარი მწვრთნელიც შეამჩნევს რა დონეზე თამაშობს კლუბში და შეცვლაზე შემოსვლის ნაცვლად ძირითადში დააყენებს. მაგაზე უკეთეს ფორმაში არცერთი შემტევი ნახევარმცველი არ გყავს დღეს !!!
დავითი 13
23 მაისი 2015 00:33
0
ლორია,ოქრიაშვილი, მოედანი არ უნახავთ- თვეებია !
ika
22 მაისი 2015 22:15
0
ლორია,კაშია,ს.კვირკველია,კანკავა,ოქრიაშვილი,ყაზაიშვილი,მჭედლიძე-ფეხბურთელები, რომლებთა ნდობა შეიძლება, გარკვეულ დონეზე ყველა თამაშობს. ამას დავუმატოთ უდავოდ ნიჭიერი ყენია, თუკი ფორმას აღიდგენს. უკვე ბირთვი არსებობს. ყოველ შემთხვევაში რეიტინგში 139-ე არ უნდა ვიყოთ
Merabi
22 მაისი 2015 19:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული