კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრების 24-კაციანი სია დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 3 ივნისიდან საწვრთნელ შეკრებაზე ავსტრიაში მიემგზავრება.

კახა ცხადაძის გუნდი 9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას უკრაინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. 13 ივნისს, ვარშავაში, ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას პოლონეთის ნაკრებთან გამართავს. უახლოესი მატჩებისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები:
გიორგი ლორია ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი ("ტოსნო", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ოთელოსი", კვიპროსი)

მცველები:
ალექსანდრე ამისულაშვილი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), კახა ალადაშვილი ("სკა
ენერგია", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი), ლაშა სალუქვაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი)

ნახევარმცველები:
მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), კახა მახარაძე ("ფახთაქორი", უზბეკეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გოგიტა გოგუა ("სკა ენერგია", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა)

თავდამსხმელები:
ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობით ორივე მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-"ფეისბუკის" გვერდი
მკითხველის კომენტარები / 16 /
Dacadet kacss mushoba jer ar mosula.mereze mere vilaparakod.
zoro
30 მაისი 2015 19:05
0
დაიწყო ისევ ყველამ პროფესორობა. მოდით რა თქვენი საქმე აკეთეთ და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას შეეშვით. ქარუმა და ტატი თქვენ როცა დაინიშნებით ნაკრების მწვრთნელად მაშინ ნუ გამოძახებთ ბაჩანა ცხადაძეს, ამ ეტაპზე კი თქვენ არავინ გეკითხებათ ვის გამოიძახებენ და ვის არა. თქვენ გამოდით და შედეგი მოთხოვეთ მწვრთნელს და არა ის ვინ გამოიძახოს და ვინ არა
fraternity
29 მაისი 2015 12:16
0
დაიწყო ისევ ყველამ პროფესორობა. მოდით რა თქვენი საქმე აკეთეთ და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას შეეშვით. ქარუმა და ტატი თქვენ როცა დაინიშნებით ნაკრების მწვრთნელად მაშინ ნუ გამოძახებთ ბაჩანა ცხადაძეს, ამ ეტაპზე კი თქვენ არავინ გეკითხებათ ვის გამოიძახებენ და ვის არა. თქვენ გამოდით და შედეგი მოთხოვეთ მწვრთნელს და არა ის ვინ გამოიძახოს და ვინ არა
fraternity
29 მაისი 2015 12:14
0
ქარუმას:
ქარუმ,და შენ რა,არ აღიარებ,რომ მაგარი ბანძი ჩემპიონატი გვაქვს?
ერთხელ მაინც გიყურებია,სადმე საქართველოს რომელიმე პროვინციაში უმაღლესი ჩემპიონატის მატჩს?
Zaza
29 მაისი 2015 11:33
0
კაცო, რა თქვენი უკანალის საქმეა ვის გამოიძახებს ნაკრების მწვრთნელი?მეტი საქმე არ გაქვთ?
ქეცბაიას დროს გეყვირათ,15 თამაშში 2 გოლი რომ გაიტანეს სულ...
Zaza
29 მაისი 2015 11:24
0
ბაჩანა ცხადაძე არ უნდა იყოს მაგ სიაში, ეს არის დიდი .... მამამისის მხრიდან, ქვებს საქართველოში რა გამოლევს , მალე იქნება ქვების ნიაღვარი
gogi
29 მაისი 2015 11:10
0
ალავიზე დგეს კველას ჯობია
გურამ
29 მაისი 2015 10:43
0
ამ ,,სასტავით" კახა ცხადაძე აღიარებს რომ საქართველოს ჩემპიონატი ,,მაგარი ბანძი" ჩემნიონატია, ქართველი აზერებით და რუსებით რომ გადაავსო ნაკრები რა, ეროვნულ ჩემპიონატში არცერთი ფეხბურთელი არ მოიძებნა? სსსრ ნაკრებს მიტო არ ჰქონდა მიღწევები მსოფლიო ასპარეზზე რომ, იქ თამაშობდნენ ქართულ, რუსულ, უკრაინულ და კიდევ რა ვიცი რამდენნაირ ფეხბურთს და საერთო ჯამში გამოდიოდა აჯაფსანდალი, აი ცალ-ცალკე კი ყველას ჰქონდა მიღწევები. ცხადაძის ნაკრები ვერასოდეს ითამაშებს ქართულ ფეხბურთს, ეს იქნება უსახური ბრბო და მეტი არაფერი, ვიდრე არ გაძლიერდება ეროვნული ჩემპიონატი და ნაკრები არ დაკომპლექტტება საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებით! ასეთ ნაკრებს საჩხერის ,,ჩიხურა" დაამარცხებს ყოველთვის, რადგან ამ გუნდში მარტო ქართველები თამაშობენ და ევროპაზეც ამ ბიჭებმა ყველაზე უფრო მოგვაბეს თავი! პატივისცემით!
ქარუმა
29 მაისი 2015 10:37
0
კაი რა სირცხვილია თავის შვილს ყველა სეკრებაზე რო ეძახის მესია თუ რონალდო მაგაზე უკეთესი არავინ გვყვავს
Tato
29 მაისი 2015 10:17
0
აუცილებლად უცხოეთში უნდა თამაშობდე ნაკრებში რომ გაკადრონ გამოძახება. მიეცით შანსი საქართველოში მოთამაშე პერსპექტიულ ''უპატრონო'' ფეხბურთელებს.
achi
29 მაისი 2015 09:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული