საქართველოს ნაკრები ავსტრიაში უკრაინასთან დამარცხდა

AutoSharing Option
9 ივნისს ავსტრიულ ლინცში საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ითამაშა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია და 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 57-ე წუთზე უკრაინის ნაკრები მოულოდნელად და მეტად კურიოზული გოლით დაწინაურდა: ლაშა დვალმა მეკარეს ბურთი დაუბრუნა, თუმცა მას გიორგი ლორია ვერ შესწვდა, ბურთი ძელს მოხვდა და ყველას არტიომ კრავეცმა დაასწრო, რომელმაც ალბათ, კარიერაში ყველაზე იოლი გოლი გაიტანა.

67-ე წუთზე მარჯვნიდან ჩამოწოდებულს დაუმუშავებლად დაუხვედრა ფეხი იევჰენ კონოპლიანკამ და ანგარიში 0:2 გახდა.

81-ე წუთზე ქართველთა იერიშებმა შედეგი
გამოიღო, ლევან ყენიას საგოლე პასით მათე ვაწაძემ ისარგებლა და თავურით ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 1:2.

თამაშის დასრულებამდე კახა ცხადაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

13 ივნისს საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩს ვარშავაში, პოლონეთის ნაკრებთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან ცუდი ნაკრები გკვავს
vako
10 ივნისი 2015 07:04
0
sul rogor unda agebdnen ra ubedereba gvjirs
luiza demetrashvili
10 ივნისი 2015 05:10
0
Tavidanve vawadzes unda etamasha cxadadadzem rame qna saertod am nepotizms ver eshvebit ra
Aqsioma
10 ივნისი 2015 02:17
0
კარგად ითამაშეს.იგრძნობოდა გამარჯვებისკენ სწრაფვა და სულისკვეთება.არაფერი დაიშურეს.მაგრამ არ გაუმართლათ.ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა.
მადლობა კახას და ყველა ბიჭებს.
Zaza
10 ივნისი 2015 01:12
0
ვაწაძე დინამოში ჩამოიყვნოს გეგუჩაძემ....მაგარი მეგოლეა...დანიის მეორე დივიზიონში როგორ უნდა თამაშობდეს....
dima
10 ივნისი 2015 00:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული