კახა ცხადაძისა და გურამ კაშიას პრესკონფერენცია პოლონეთთან მატჩის წინ

AutoSharing Option
13 ივნისს, ვარშავის "ნაროდოვიზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში D ჯგუფის ლიდერს, პოლონეთის მთავარ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.


ვარშავაში, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და გურამ კაშიამ ისაუბრეს.

"პოლონეთთან პირველი თამაშის შემდეგ გუნდში ახალი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა, იცვლება თამაშის სტილიც. ჩვენ შევეცდებით, რომ რაც ვიმუშავეთ ავსტრიაში, ის მაქსიმალურად ვაჩვენოთ. წინა თამაშის შედეგი ნამდვილად არ ასახავდა რეალურ
სურათს.

პოლონეთის ნაკრებში ნამდვილად არის ერთი გამორჩეული მოთამაშე ლევანდოვსკის სახით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი ფეხბურთელი ყოველთვის ვერ მოიგებს, რადგანაც ფეხბურთი გუნდური თამაშია და შედეგიც ხშირ შემთხვევაში ამაზეა დამოკიდებული.

სამწუხაროა, რომ ამ თამაშს ჯაბა კანკავა გამოტოვებს. ასევე დაგვაკლდება ლევან მჭედლიძეც, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ავსტრიაში, მაგრამ ტრავმის გამო ის დღეს ვარშავაში ვერ გამოგვყვა.

ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაშს მაღალ დონეზე შევხვდეთ, დავალაგოთ ჩვენი თამაში და უკვე მომავალ შესარჩევში ნამდვილი ბრძოლა გავმართოთ, ჯგუფში სასურველი ადგილის დასაკავებლად.

ავსტრიაში გუნდმა კარგი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, უკრაინასთან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ და მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს პროგრესი და მთავარია, რომ ამ მიმართულებით სტაბილურად განვაგრძოთ მუშაობა.

უკრაინასთან იყო საგოლე მომენტები, თუმცა ჩვენ რეალიზაციის პრობლემა გვქონდა და იმედია რომ უახლოეს შეხვედრებში ეს გამოსწორდება", - თქვა ცხადაძემ.

"ძალიან მცირე შანსია, რომ პლეი ოფში მოვხვდეთ. გუნდში სიახლეებია, ახალი სამწვრთნელო შტაბია და ბოლო მატჩებში ვცდილობთ, ახალ სისტემას მივეჩვიოთ. გუნდში არიან ახალგაზრდა მოთამაშეები და მათთვის ასეთი დონის გუნდებთან თამაში მომავლისთვის ნამდვილად დიდი გამოცდილება იქნება", - აღნიშნა გურამ კაშიამ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
კახი დილაში უკეთესი გამთამაშებლები არიან ..და გამოიძახე ეს ბიჭები ტუ ახალი ნაკრები გინდა თორე ამ ბიჭებს ხო ხედავ მეტი არ შეუძლიათ შენამდე ქეცბამ ბევრჯერ ცადა მარა უშედეგოთ,,და ის რო 87 წუთი კარგად ითამაშა ნაკრებმა,,ტყუილია,, ლორიამ ითამაშა კარგად და მაგანაც რა ქნას სპაიდერმენი ხოარაა მართლა???
qartveli
14 ივნისი 2015 12:32
0
123-ის..საყურადღებოდ ქეცბა რა შუაშია ჩემს პირველ კომენტართან?ნიშნის მოგებით რატო მპასუხობ კომენტარზე საერთოდ ვერ ვხვდები,,სადმეს წაგიკითხავს ჩემი კომენტარი ქეცბას საწინააღმდეგოოდ???მარ შენ და შენნაირებ სტადიონის გზაც როარ იცით საითაა,ზიხართ და ჭორაობთ სხვა არაფერი თქვენ გული არ შეგტკივად ქართულ ფეხბურთზე თქვენ ხართ კლავიატურის ლომები...
qartveli
14 ივნისი 2015 12:14
0
ეგება არ გაუშვა და ეგება გაგივარდეს ყარაულისთოფივით ფეხბურთი დიდი ხანია მორჩააა და ამას უნდა შეეგუოს ყველა დროა კარში ბურთის დარტყმა და კაცის მოტყუებაც ცადონ.და მჯერა რო ესეც იქნება ვისაც არ შეუძლია მამის გაკეთება ის აუცილებლად დატოვებს ნაკრებს დღესთუარა უახლოეს პერიოდში.
qutaiseli
14 ივნისი 2015 00:31
0
ორ შეხვედრაში რვა ბურთი..........
345
14 ივნისი 2015 00:03
0
ეს დედაიმასქნებული ძალიან ძნელია? მონდომებული არ არის კი არა არ შეუძლია არააა :D ძალიან ძნელია? ის ხალხი ბევრი კვირაში 3 თამაშს თამაშობს და თითოში 10 კილომეტრს დარბის და ესენი 2-3. ვააა, კაცო რაა : ))). და რატო უნდა იყო მწვეთნელი ასეთი არაობიექტური რო ამბობდე საქართველოს ნაკრებმა 8 კაცი წინ და 8 უკან უნდა ითამაშოსო : )). ქეცბაია პროსტა იმ ენერგიას 2 ტაიმზე ანაწილებდა და ეგება არ გავუშვათ და იქაც გაგვიმართლოსო. გემოვნების ამბავია თორე შედეგი ერთი იქნება : ))
gela
13 ივნისი 2015 23:43
0
წინ საქართველო!!!
Zaza
13 ივნისი 2015 22:50
0
ქეცბაიას დროს კარისკენაც ვერ ურტყამდენ ბურთს და მეტოქის ნახევარზე გადასვლის ისე ეშინოდათ გეგონებოდა დანაღმულ ველზე დადიოდენო რაღადროს ქეცბაიაა პოლიონეთი კიდე კარგი გუნდია და მეტი არაფერი ოქრიაშვილი ლობჟანიძე კობახიძე ძალიან სუსტად გამოიყურებოდენ ეს ცხადაძე კიდე მის შვილს არუნდა აკარებდეს ნაკრებს საერთოდ არარის ეს ბიჭი ნაკრების დონის ფეხბურთელი ლორიამ კარგად ითამაშა მაგრამ მესამე გოლი რასაც ქვია ყლაპა ისე არაუშავს დრო უნდა ყველაფერს და ნელა ნელა გოლის გატანასაც დაიწყებენ თორე 8 წელია კარში არ დაურტყამთ ნორმალურად და გადაეჩვიენ საერთოდ ფეხბურთის თამაშს.
qutaiseli
13 ივნისი 2015 22:33
0
qartveli-ს ჰა ეხლა ხო დათვალეს კარგად ბურთები?? ქეცბაიას ბრალი იყო ხო?? ქეცბაია კი არა ამათ მაურინიო რო ჩამოუყვანო ის ვერ ათამაშებს იმიტომ რომ არიან Qინძები და არა ფეხბურთელები
123
13 ივნისი 2015 21:56
0
ფეხბურთელები კი არა ................................. ხართ ....................................................... აწ და მარიადის ფუუუუუ
123
13 ივნისი 2015 21:52
0
მთავარია მონდომებით და ბოლომდი თამაში ბურთისთვის ბრძოლა მინდვრის ყოველ მონაკვეთში გააზრებული და ტექქნიკური თამაში წარმატება აუცილიბლათ იქნება
emzari
13 ივნისი 2015 18:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული