გიორგი ნემსაძე: ფავორიტი სერბეთია, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების აწმყოზე გვესაუბრება მისი ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე.

საინტერესოა, როგორ აფასებს ის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრას და რას ფიქრობს ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის პერსპექტივებზე.

- თავდაპირველად, სანკტ-პეტერბურგში გამართული წილისყრა შევაფასოთ...
- იმაზე უკეთესი წილისყრა იყო, ვიდრე წარმომედგინა. ყველა ვალაგებდით გონებაში შესაძლო ვარიანტებს და, ალბათ, ეს ჯგუფი ერთ-ერთი მისაღები ვარიანტია. დიახ, არ არის გრანდი, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, ჩვენ რა ფეხბურთს ვითამაშებთ. მაიმედებს ის შემტევი სტილი, რომელსაც ბოლო დროს მისდევს საქართველოს ნაკრები.

- მოდით, დავახასიათოთ მეტოქეები...
- შემადგენლობიდან გამომდინარე,
ფავორიტად სერბეთი მიმაჩნია, თუმცა ისიც საშუალო გუნდია, ბევრი კარგი ფეხბურთელით. უელსს ჰყავს ბეილი და აქვს აღმავლობა. ის ტიპური ბრიტანული სკოლის გუნდია. იგივეა ირლანდია, რომელსაც უკვე ასე კარგად ვიცნობთ.

ავსტრია უმატებს, თან კარგი თაობა მოდის. ამ გუნდში იგრძნობა ძალისმიერი თამაშის მიმართ მიდრეკილება, ისევე, როგორც უელსისა და ირლანდიის თამაშში, თუმცა ტექნიკური არსენალიც გააუმჯობესეს. ავსტრია გერმანული სკოლის ზეგავლენას განიცდის, თუმცა ჩემი თქმა რად უნდა, რომ ბუნდესნაკრებამდე ბევრი უკლია.

მოლდოვასაც კარგად ვიცნობთ და მოდი ვთქვათ, რომ დიდი ვერაფერია. ერთი სიტყვით, ისეთი ჯგუფია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარია, ვინ ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია, რა გვინდა და რას ვთავაზობთ მოწინააღმდეგეს, თორემ დაუმარცხებელი მეტოქე საქართველოს ჯგუფში არც ერთი არ არის.

- ...და ვინ ვართ ჩვენ?
- საქართველოს ნაკრები დღესდღეობით ძიებაშია. ჩვენ დავადექით შემტევი ფეხბურთის გზას და ეს ძალიან კარგია. ჯერაც გვიჭირს ბურთის ამოტანა, დაცვიდან ნახევარდაცვამდე მიტანა, ბოლო პასი და დაგვირგვინება, მაგრამ ბევრი მუშაობით ეს გამოსწორდება.

- რა შეუძლია რეალურად საქართველოს ნაკრებს ამ ჯგუფში?
- მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ და რეალურად, ეს კარგი შედეგი იქნება. თუ გავალთ მეორეზე ან მეტსაც შევძლებთ, ეს უკვე გმირობა იქნება.

- როგორ ფიქრობთ, მართლა არ გვყავს ფეხბურთელები?
- როგორ არა! უბრალოდ, მოძებნა უნდა, თამაშის დალაგებაა საჭირო. ყველა მწვრთნელი სწავლების ერთნაირ კურსს გადის. ეგ არის, მერე ყველას სხვანაირად გადააქვს მინდორზე ჩანაფიქრი.

- არის თუ არა საქართველოს ნაკრებში ლიდერის პრობლემა?
- ზოგ გუნდს არ ჰყავს ლიდერი და ისეა დალაგებული, რომ წარმატებას აღწევს. ჩემთვის მაინც განსაკუთრებულია ლიდერის როლი. ის არაფრისგან ქმნის გოლს, შეაქვს გარდატეხა თამაშში... კარგი იქნება, თუ ასეთი ფეხბურთელი გამოჩნდება.

- თქვენი აზრით, კახა ცხადაძემ რა შეცვალა ნაკრებში?
- მას უყვარს შეტევა და საქართველოს ნაკრებიც შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. ცხადია, შეტევა უყვარს ხალხსაც და იზიდავს მას სტადიონზე. ამასთან ერთად, აუცილებელია დაცვაში კომპაქტურობა.

კახა ცხადაძე ეძებს, მუშაობს... მას იმხელა ფეხბურთი აქვს ნათამაშები და ისეთი სამწვრთნელო კარიერა გამოძერწა, მჯერა, საქართველოს ნაკრები მალე სულ სხვა გუნდი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რისი იმედი გვაგვს....სანამ არველაძე არ მოსცილდება ქარტულ ფეხბურთს არაფერი არ გვეშველება
rezi
31 ივლისი 2015 14:59
0
ამჟამად ჩვენთვის ყველა გუნდი გრანდია.
აქედან გამომდინარე ყველა ჯგუფი ჩვენთვის რთულია.არანაირი შანსი ნაკრებს ამ ჯგუფში არ აქვს, არც კი ვიცი ნაკრები ერთ თამაშს მაინც თუ მოიგებს.
gia
31 ივლისი 2015 12:10
0
ოპტიმისტობა კარგია მაგრამ მაგას ჯობია რეალისტი იყო და რეალურად ბოლოდან მეორე თუ ვიქნებით ესარის დღევანდელი რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროდ საჭიროა ყველაფრის ნოლიდან დაწყება და მეტი პროფესიონალიზმი ფეხბურთს ექსკლუზიურად არუნდა მართავდეს ორი და სამი კაცი ესარის და ეს.თუარადა აგერ მე და აგერ გერმანია დაიწყება შესარჩევი და მერე დაიწყებენ ყუყუნს და მიზეზების ძიებას. როგორც ყოველთვის.
qutaiseli
31 ივლისი 2015 09:34
0
'ჩვეულებრივი მომაკვდავის' მერე მე ამის ინტერვიუებს ვეღარ წავიკითხავ.
odala
31 ივლისი 2015 06:16
0
რა მეექვსე კალათა, პოტენციალურად მეორეში მაინც ვართ. 5 კი არა 9-10 ქულას მაინც ავიღებთ, თუმცა შეიძლება ეს მაინც არ გვეყოს.
zomierad optimisti
31 ივლისი 2015 01:35
0
აუ ამ პესიმიზმის დედაც,პირველ ადგილზე გავალთ ამ ჯგუფში,ნახავთ ყველა
Bacho
30 ივლისი 2015 21:17
0
სერბეთთან წავაგებთ ორივე მატჩს ასევე ირლანდიასთან, უელსთან გასვლაზე წავაგებთ სახლში ფრეს ვითამაშებთ მოლდოვას სახლში მოვუგებთ გასვლაზე ფრეს ვითამაშებთ და 5 ქულით ჩავრჩებით ჯგუფში :D ტყუილად ნუ გაქვთ იმედები
123
30 ივლისი 2015 19:29
0
სადღაც სიმართლეა,მინდა მეტის მჯეროდეს,მაგრამ სამწუხაროდ-მეეკვსე კალათის წარმომადგენელ საქართველოს მეტს ვერ მოთხოვ.
valeri
30 ივლისი 2015 18:42
0
რაც არ უნდა ილაპარაკოთ. ერთადერთი შანსი არის მოლდოვასთან სახლის თამშში
ჯანი რივერა
30 ივლისი 2015 18:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული