თემურ ქეცბაია: მუნდიალის შესარჩევში საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მომავალი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფზე ისაუბრა.

როგორც ქეცბაია Sportall.ge-სთან საუბარში ამბობს, ქვეჯგუფი ძალიან ძნელია და ის სიხარულით ხტუნაობას არ აპირებს ზოგიერთი მწვრთნელივით. მისივე განმარტებით, საქართველოს ნაკრები ამ ქვეჯგუფში მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვას ნაკრებები არიან.

"ძალიან ძნელი ქვეჯგუფია. არ დავიწყებ ეშმაკური ვარიანტების განხილვას ზოგიერთი მწვრთნელივით, რომლებიც ქვეჯგუფს რომ დაინახავენ, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ გავლენ და დედას უტირებენ, რომ გუნდი და
ფეხბურთელები გვყავს და ა.შ.

პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ძალიან ძნელი ქვეჯგუფი. შესაძლოა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი არ არიან, მაგრამ ყველა მაგარი გუნდია, რომლებთანაც თამაში მუდამ გვიჭირდა.

აქ ვიბრძოლებთ მეხუთე ადგილისთვის, მოლდოვასთან. ღმერთმა ქნას, მტყუანი გამოვდგე. გავიგე, მთელი ქვეყანა ზეიმობს, ისეთი ქვეჯგუფი შეგვხვდაო. ძალიან ძნელი ჯგუფია, სამწუხაროდ.

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რადგან ნაკრებიდან წავედი, ცუდს ვლაპარაკობ. მინდა, რეალობა ავუხსნა ხალხს. არ მიყვარს ზღაპრების მოყოლა და შეპირება. რაღაც გააკეთეთ, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, თორემ იქამდე მივალთ მალე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები არ გვეყოლება.

გვეყოლებიან სანახევროდ პროფესიონალები, რომლებიც სხვაგან იმუშავებენ და თავისუფალ დროს ივლიან ვარჯიშებზე, ფეხბურთს შეითავსებენ. არ მინდა, ეს დრო დადგეს".
მკითხველის კომენტარები / 27 /
და თუ გავედით ჯგუფიდან მაშინ თემურიკო რას იტყვი?
basa
17 აგვისტო 2015 18:29
0
ფეხბურთი მკვდარია, ცვლილებების გარეშე რაიმე ოპტიმიზზე საუბარი,, გულუბრყვილობაა და კიდევ უფრო მეტად ჭაობში ჩაფლას ნიშნავს,... ნულზევართ,, უკვე,, რა არის აქ გაუგებარი? რომელ ოპტიმიზმზეა საუბარი?
Davit
17 აგვისტო 2015 18:13
0
თუ დიდი ცვლილებები არ მოხდა ჩვენ ფეხბურთში, ასეც იკნება
Unknown
17 აგვისტო 2015 17:49
0
ა, კაცი. მართალს ამბობს და ახლა ატყდება ისეთი ხმაური, დაგაყრუებენ კაცს. მიდი ქეცბა, იქნებ სადმე დაიწყო მუშაობა და საქმით დაამტკიცო, რომ მარტო ლაპარაკი არ გიყვარს
კლიმენტი
17 აგვისტო 2015 17:37
0
მართალი კაცი ხარ და ამიტომაც არ გაგაქაჩვინეს საქურთველო-სასომხეთ თათარსტანში ანუ თბილისში. მეექვსე ადგილი გარანტირებულია.
Bacho
17 აგვისტო 2015 17:29
0
თემურ მოდი რა ძმურად ეხლა ნუ ატრაკებ მართლა ცოტა ოპტიმიზმი.შენ ეხლა ცოტა განიცდი კველა გუნდმა უარი გითხრა და სადგაც კატარში ტუ მალაიზიაში გეპატიჯებიან მარტო.ეგრე რო ელაპარაკებოდი ბიჩებს იმიტო გვგონდა კარგად საქმე ,ეგრე არ შეიძლება ცოტა ოპტიმიზმი!!!!
gio
17 აგვისტო 2015 17:26
0
მართალი კაცი ხარ და ამიტომაც არ გაგაქაჩვინეს საქურთველო-სასომხეთ თათარსტანში ანუ თბილისში. მეექვსე ადგილი გარანტირებულია.
j.....
17 აგვისტო 2015 16:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული