თემურ ქეცბაია: მუნდიალის შესარჩევში საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მომავალი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფზე ისაუბრა.

როგორც ქეცბაია Sportall.ge-სთან საუბარში ამბობს, ქვეჯგუფი ძალიან ძნელია და ის სიხარულით ხტუნაობას არ აპირებს ზოგიერთი მწვრთნელივით. მისივე განმარტებით, საქართველოს ნაკრები ამ ქვეჯგუფში მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვას ნაკრებები არიან.

"ძალიან ძნელი ქვეჯგუფია. არ დავიწყებ ეშმაკური ვარიანტების განხილვას ზოგიერთი მწვრთნელივით, რომლებიც ქვეჯგუფს რომ დაინახავენ, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ გავლენ და დედას უტირებენ, რომ გუნდი და
ფეხბურთელები გვყავს და ა.შ.

პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ძალიან ძნელი ქვეჯგუფი. შესაძლოა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი არ არიან, მაგრამ ყველა მაგარი გუნდია, რომლებთანაც თამაში მუდამ გვიჭირდა.

აქ ვიბრძოლებთ მეხუთე ადგილისთვის, მოლდოვასთან. ღმერთმა ქნას, მტყუანი გამოვდგე. გავიგე, მთელი ქვეყანა ზეიმობს, ისეთი ქვეჯგუფი შეგვხვდაო. ძალიან ძნელი ჯგუფია, სამწუხაროდ.

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რადგან ნაკრებიდან წავედი, ცუდს ვლაპარაკობ. მინდა, რეალობა ავუხსნა ხალხს. არ მიყვარს ზღაპრების მოყოლა და შეპირება. რაღაც გააკეთეთ, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, თორემ იქამდე მივალთ მალე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები არ გვეყოლება.

გვეყოლებიან სანახევროდ პროფესიონალები, რომლებიც სხვაგან იმუშავებენ და თავისუფალ დროს ივლიან ვარჯიშებზე, ფეხბურთს შეითავსებენ. არ მინდა, ეს დრო დადგეს".
მკითხველის კომენტარები / 27 /
Aმ ნაკრებითაც შეიძლება ბრძოლა და თუ კი წინასწარ იტყვი რო მეხუთესტვის უნდა ვიბრძოლოთო ამით არაფერი გამოვა.არ გვყავს ცუდი ბიჭები.არიან ძველებიც და მოდის ახალიც ლორია- რევიშვილი. კაშია; დვალი;კაკაბაძე;ნავალოვსკი;კანკავა;პაპუნაშვილი;არაბიძე ;ყაზაიშვილი;ვაწაძე;მჭედლიძე.ოქრიაშვილი;ანანიძე.ჩანტურია.უბრალოდ სადაც გვიჩირს ყველაზე მეტად საყრდენის პოზიციაა და მანდ რამოდენიმე ექსპერიმენტი შეიძლება.მაგალითად კაშია შეუცყვილო კანკავას და საბა კვირკველია დააყენო ძირითადში .ბევრი მუშაობა უნდა და რაც მთავარია ვინც არ იმსახურებს არ უნდა აიყვანო თუნდაც საკუთარი შვილი იყოს და კიდე ეს ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნაც არ შეიძლება რაღა დროს ხიზანიშვილია და საკუქვაძე.
zviadi
13:51 19-08-2015
0
Fეხბურთელებს მაგრად ამცირებდა და თვითონ იბღინძებოდა .მარტო იმას გაიძახოდა მაშინაც რომ რატო უნდა მოვუგოთო ამა თუ იმ გუნდზე.არაა კაცური განცხადება ეს!
zviadi
13:35 19-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული