როგორც ქეცბაია Sportall.ge-სთან საუბარში ამბობს, ქვეჯგუფი ძალიან ძნელია და ის სიხარულით ხტუნაობას არ აპირებს ზოგიერთი მწვრთნელივით. მისივე განმარტებით, საქართველოს ნაკრები ამ ქვეჯგუფში მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვას ნაკრებები არიან.
"ძალიან ძნელი ქვეჯგუფია. არ დავიწყებ ეშმაკური ვარიანტების განხილვას ზოგიერთი მწვრთნელივით, რომლებიც ქვეჯგუფს რომ დაინახავენ, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ გავლენ და დედას უტირებენ, რომ გუნდი და
პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ძალიან ძნელი ქვეჯგუფი. შესაძლოა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი არ არიან, მაგრამ ყველა მაგარი გუნდია, რომლებთანაც თამაში მუდამ გვიჭირდა.
აქ ვიბრძოლებთ მეხუთე ადგილისთვის, მოლდოვასთან. ღმერთმა ქნას, მტყუანი გამოვდგე. გავიგე, მთელი ქვეყანა ზეიმობს, ისეთი ქვეჯგუფი შეგვხვდაო. ძალიან ძნელი ჯგუფია, სამწუხაროდ.
არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რადგან ნაკრებიდან წავედი, ცუდს ვლაპარაკობ. მინდა, რეალობა ავუხსნა ხალხს. არ მიყვარს ზღაპრების მოყოლა და შეპირება. რაღაც გააკეთეთ, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, თორემ იქამდე მივალთ მალე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები არ გვეყოლება.
გვეყოლებიან სანახევროდ პროფესიონალები, რომლებიც სხვაგან იმუშავებენ და თავისუფალ დროს ივლიან ვარჯიშებზე, ფეხბურთს შეითავსებენ. არ მინდა, ეს დრო დადგეს".
ქართულ ფეხბურთში ინვესტორები ჰორიზონტზეც არ სჩანან და ვინც გვყავს (და გვყავდა) ის გარბის ან ინვესტიციებს ამცირებს, ზუსტად პროგნოზირებს ეს კაცი იმას რაც შეიძლება მსგავს ქმედებებეს (კი არა და უმოქმედობას) მოჰყვეს
მართლაც რო ეგრე იყოს საქმე უნდა გაჩუმებულიყო ....