ირლანდია VS საქართველო - ჯანო გამოირიცხა, ოქრიაშვილი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბლინშია და ირლანდიის ნაკრებთან დღეს, 7 სექტემბერს გასამართი ევროშესარჩევის მატჩისთვის ემზადება. "ავივა სთედიუმზე" შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ჯანო ანანიძე, რომელმაც შოტლანდიასთან პარასკევის მატჩში ტკივილგამაყუჩებლით ითამაშა. პირველი ვარჯიში გამოტოვა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც ნაშოტლანდიევს მცირე ტრავმა აღმოაჩნდა, თუმცა, როგორც გავიგეთ, საგანგაშო არაფერია. გუშინ, 6 სექტემბერს მან სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ობიექტური მიზეზით ვერ გაჰყვა ნაკრებს გიორგი გველესიანი. "დინამოს" მცველი კახა ცხადაძემ სანაკრებო სიას ბოლოსღა დაამატა და მისთვის
ირლანდიის ვიზის გაკეთება ვერ მოესწრო. თბილისში დარჩა ბაქოს "ინტერის" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირიც.

სამაგიეროდ, ჩვენს გუნდს დაემატნენ ნახევარმცველი მათე ცინცაძე ("დინამო" თბ) და შემტევი გიორგი პაპუნაშვილი ("ვერდერი"), რომლებიც 3 სექტემბერს ხორვატიაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ეხმარებოდნენ.

ირლანდია, რომელმაც გასვლით შეხვედრაში იოლად დაამარცხა გიბრალტარი, საქართველოსთან მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

ირლანდია
მეკარეები: შეი გივენი (სტოკი, ინგლისი), დევიდ ფორდი (მილუოლი, ინგლისი), დარენ რენდოლფი (ვესტ ჰემი, ინგლისი);
მცველები: ჯონ ოში (სანდერლენდი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (რედინგი, ინგლისი), სიმუს კოულმენი (ევერტონი, ინგლისი), სტივენ უარდი (ბარნლი, ინგლისი), მარკ უილსონი (სტოკი, ინგლისი), სტივენ კლარკი (ასტონ ვილა, ინგლისი), რიჩარდ კეო (დერბი, ინგლისი), ალექს პირსი (დერბი, ინგლისი), კრის კრისტი (დერბი, ინგლისი);
ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი (ევერტონი, ინგლისი), გლენ ველანი (სტოკი, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), ჯეიმს მაკარტი (ევერტონი, ინგლისი), უეს ჰულაჰანი (ნორვიჩი, ინგლისი), რობი ბრეიდი (ნორვიჩი, ინგლისი), ჯეფ ჰენდრიქსი (დერბი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალი, ინგლისი), სტივენ ქუინი (რედინგი, ინგლისი), ენტონი პილკინგტონი (კარდიფი, ინგლისი), იუნან ოკინი (ბორნმუთი, ინგლისი);
თავდამსხმელები: რობი კინი (ლოს ანჯელეს გელექსი, აშშ), კევინ დოილი (კოლორადო, აშშ), შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ჯონათან უოლტერსი (სტოკი, ინგლისი), ადამ რუნი (აბერდინი, შოტლანდია).

საქართველო
კახა ცხადაძის განკარგულებაში კი ეს ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი ლორია (უკლუბოდ), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია);
მცველები: გიორგი ნავალოვსკი (დილა), გიორგი ფოფხაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქარშიაქა, თურქეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (ინტერი, აზერბაიჯანი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე (დინამო, თბ);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვერია, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), მათე ცინცაძე (დინამო, თბ);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი, გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
pololik 100% ხართ,მაგ ბიჭს სერიოზული ფსიქოლოგიური გადახრები აქვს!
თაზო
17:44 07-09-2015
0
ოქრიაშვილი საერთოდ უნდა გამოირიცხოს, პანღურითაა გასაგდები. კი ბატონო კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ გარემოს აბინძურებს გუნდში და ეგეთი ბალოტელი არ ჭირდებათ იტალიელებს, რომელიც მართლა უნიჭიერესია
Levani
17:37 07-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული