გერმანია-საქართველო. გერმანული მედიის გამოხმაურება: მადლობა ნოიერს!

AutoSharing Option
გერმანია-საქართველოს მატჩის მერე გერმანულ მედიაში გაორებული განწყობაა - ზედიზედ მე-12 ევროფორუმზე გასვლისა და გამარჯვების სიხარულს აკნინებდა ის პრობლემები, რაც საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში შეუქმნა მათ გუნდს.

გერმანელებმა ეს ვერ აიტანეს და თავიანთი გუნდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.

Spiegel

"თამაში არ იყო იდეალური, მაგრამ საბოლოოდ საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად.

მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონებს, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, პრობლემები შეუქმნა საფეხბურთო ჯუჯამ. გერმანიის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა საფეხბურთო თვალსაზრისით არაფრისმთქმელ ქვეყანასთან.

იმის მაგივრად, რომ გუნდს წყნარად
მოეგო, მეორე ტაიმში სტრუქტურულად დაირღვა".

Focus
"გერმანიის ნაკრებმა, მიუხედავად შანსების კატასტროფულად ვერგამოყენებისა, მაინც კბილებით გაიტანა თავისი და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

რა საოცრად ცუდი მატჩი იყო გერმანიის ნაკრების შესრულებით?! ძალიან ბევრი შანსი დაიკარგა აბსურდულად. საბოლოოდ, დამაფიქრებელი მატჩი გამარჯვებით დასრულდა".

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ვოლფგანგ ნირსბახი გაოგნებულია:

"ასეთ თამაშს არ ველოდი. ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ნოიერს, რომელმაც ისეთი ბურთები აიღო, რომელთა აღება ყველას არ შეუძლია. ახლა კი ვამბობ, დავივიწყოთ ეს მატჩი საერთოდ! ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ეს მთავარია".

Kicker
"პირველ ტაიმში მეტოქე ღრმად იყო უკან დახეული, მაგრამ მიულერის გოლის მერე საქართველომ არა მარტო გათანაბრება შეძლო, არამედ ძალიან ახლოს იყო წინ გასვლასთანაც".

შეფასებები: რევიშვილი (2,5), კვირკველია (4), ამისულაშვილი (4), კაშია (4), ლობჟანიძე (3), ნავალოვსკი (4,5), კანკავა (3,5), კვეკვესკირი (3,5), ყაზაიშვილი (3), ოქრიაშვილი (3,5), გელაშვილი (5). სათადარიგო: ვაწაძე (3).

გერმანიის ნაკრებში საუკეთესო შეფასება: მანუელ ნოიერი - 1 ბალი!

Sportal
"უამრავი შანსის მიუხედავად, გერმანიას დასაწინაურებლად პენალტი დასჭირდა. გუნდის თამაში მსოფლიო რეიტინგში 110-ე გუნდთან გულის დაწყვეტის მიზეზს იძლევა".

Bild
"იოგი, რა გვჭირს?"

"საქართველოსთან სუსტი თამაშის მიუხედავად, 2:1 მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულის რანგში გავედით".

FAZ

"მხოლოდ კრუზემ დააწყნარა გერმანელ გულშემატკივართა ნერვები. დიახ, მთავარი მიზანი შესრულებულია, საფრანგეთში მივდივართ, მაგრამ ის გზა, რომლითაც ამას მივაღწიეთ, არც ისე საამაყო თავია იოახიმ ლიოვის გუნდის ისტორიაში".

11Freunde
"კარგი ამბავი ლაიპციგიდან - თამაში მორჩა!"

Suddeutsche
"ერთი ცხადია, ჩვენ გვჭირდება ნამდვილი ცენტრფორვარდი - ოლივერ ბირჰოფი ხომ არ დავაბრუნოთ? ან მიროსლავ კლოზე, მარიო გომესი მაინც..."

Hamburger Morgenpost
"მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფიდან 455-ე დღეს ვინ წარმოიდგენდა, რომ ასე გაგვიჭირდებოდა მსოფლიო რეიტინგში 110-ე გუნდთან?!".
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჰა ღორიშვილებო, გაგახსენოთ მინდვრიდან როგორ გაგვირბოდიით???
ყასაბი
12 ოქტომბერი 2015 21:14
0
მდა...გეთანხმები მეგობარო ასეა,მასშემდეგ უკანუკან დაიხია ქართულ ფეხბურთმა,მაგრამ ვირთხები აღარარიან ფედერაციაში ვინც ასე გააპარტახეს ქართული ფეხბურთი კომის წყალობით და მერწმუნე მალე ვიხილავთ ისეთფეხბურთს რომ გაგახსენებს ძველითაობის ფეხბურთსს.....
Nukri
12 ოქტომბერი 2015 19:56
0
ეჰ საწყენია როდესაც გერმანული პრესა საფეხბურთო თვალსაზრისით ჯუჯა სახელმწიფოს გვიწოდებს. თუმცა სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ 1981 წელი იქ აღარავის ახსოვს დღეს დღეობით კი ჩვენს ფეხბურთში კატასტროფიული მდგომარეობაა. იქნებ ისეც მოხდეს რომ მკვეხარა შპიგელს გავახსენოთ ეს სიტყვები წლების შემდეგ.
მდა
12 ოქტომბერი 2015 17:44
0
თუნდაც ამ რესურსით შეგვიძლია მივუახლოვდეთ საშუალო ევროპულ დონეს, და არ ვიყოთ სამარცხვინო "საფეხბურთო ჯუჯა",
merabi
12 ოქტომბერი 2015 17:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული