გერმანია-საქართველო. გერმანული მედიის გამოხმაურება: მადლობა ნოიერს!

AutoSharing Option
გერმანია-საქართველოს მატჩის მერე გერმანულ მედიაში გაორებული განწყობაა - ზედიზედ მე-12 ევროფორუმზე გასვლისა და გამარჯვების სიხარულს აკნინებდა ის პრობლემები, რაც საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში შეუქმნა მათ გუნდს.

გერმანელებმა ეს ვერ აიტანეს და თავიანთი გუნდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.

Spiegel

"თამაში არ იყო იდეალური, მაგრამ საბოლოოდ საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად.

მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონებს, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, პრობლემები შეუქმნა საფეხბურთო ჯუჯამ. გერმანიის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა საფეხბურთო თვალსაზრისით არაფრისმთქმელ ქვეყანასთან.

იმის მაგივრად, რომ გუნდს წყნარად
მოეგო, მეორე ტაიმში სტრუქტურულად დაირღვა".

Focus
"გერმანიის ნაკრებმა, მიუხედავად შანსების კატასტროფულად ვერგამოყენებისა, მაინც კბილებით გაიტანა თავისი და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

რა საოცრად ცუდი მატჩი იყო გერმანიის ნაკრების შესრულებით?! ძალიან ბევრი შანსი დაიკარგა აბსურდულად. საბოლოოდ, დამაფიქრებელი მატჩი გამარჯვებით დასრულდა".

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ვოლფგანგ ნირსბახი გაოგნებულია:

"ასეთ თამაშს არ ველოდი. ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ნოიერს, რომელმაც ისეთი ბურთები აიღო, რომელთა აღება ყველას არ შეუძლია. ახლა კი ვამბობ, დავივიწყოთ ეს მატჩი საერთოდ! ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ეს მთავარია".

Kicker
"პირველ ტაიმში მეტოქე ღრმად იყო უკან დახეული, მაგრამ მიულერის გოლის მერე საქართველომ არა მარტო გათანაბრება შეძლო, არამედ ძალიან ახლოს იყო წინ გასვლასთანაც".

შეფასებები: რევიშვილი (2,5), კვირკველია (4), ამისულაშვილი (4), კაშია (4), ლობჟანიძე (3), ნავალოვსკი (4,5), კანკავა (3,5), კვეკვესკირი (3,5), ყაზაიშვილი (3), ოქრიაშვილი (3,5), გელაშვილი (5). სათადარიგო: ვაწაძე (3).

გერმანიის ნაკრებში საუკეთესო შეფასება: მანუელ ნოიერი - 1 ბალი!

Sportal
"უამრავი შანსის მიუხედავად, გერმანიას დასაწინაურებლად პენალტი დასჭირდა. გუნდის თამაში მსოფლიო რეიტინგში 110-ე გუნდთან გულის დაწყვეტის მიზეზს იძლევა".

Bild
"იოგი, რა გვჭირს?"

"საქართველოსთან სუსტი თამაშის მიუხედავად, 2:1 მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულის რანგში გავედით".

FAZ

"მხოლოდ კრუზემ დააწყნარა გერმანელ გულშემატკივართა ნერვები. დიახ, მთავარი მიზანი შესრულებულია, საფრანგეთში მივდივართ, მაგრამ ის გზა, რომლითაც ამას მივაღწიეთ, არც ისე საამაყო თავია იოახიმ ლიოვის გუნდის ისტორიაში".

11Freunde
"კარგი ამბავი ლაიპციგიდან - თამაში მორჩა!"

Suddeutsche
"ერთი ცხადია, ჩვენ გვჭირდება ნამდვილი ცენტრფორვარდი - ოლივერ ბირჰოფი ხომ არ დავაბრუნოთ? ან მიროსლავ კლოზე, მარიო გომესი მაინც..."

Hamburger Morgenpost
"მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფიდან 455-ე დღეს ვინ წარმოიდგენდა, რომ ასე გაგვიჭირდებოდა მსოფლიო რეიტინგში 110-ე გუნდთან?!".
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ თამაშში ჩვენებს ჰქონდათ რეალური შანსი მოეხდინათ სენსაცია და ყველა გაეჩუმებინათ; მსგავსი რაღაც ესპანეთთანაც იყო ძელს რომ გაარტყეს შემთხვევით; მაგრამ ამ თამაშში შემთხვევით არაფერი არ მომხდარა, ითამაშეს მაგრად და ღირსეულად და ბრაზილიის გამანადგურებელი ბუნდესნაკრები კინაღამ წამოიკიდეს; ერთს ვიტყვი კიდევ, მოვეშვათ სსრკ-ს ნოსტალგიას, დინამოს ფანი ვიყავი მაშინ, მაგრამ უდიდესმა ნაწილმა სულ არ იცოდა მათი ქართველობა, უმრავლესობისთვის ნებისმიერი საბჭოთა იყო რუსი, ან რუსის რაღაც ნაირსახეობა უკეთეს შემთხვევაში; გამიგია რუსი გარინჩა, რუსი ბეკენბაუერი ქართველებზე; დღეს კი საქართველოს ნაკრების მცირე წარმატებაც კი მეტად წარმოაჩენს საქართველოს ვიდრე დინამოს მიერ ჩემპიონთა თასის მოგება კალათბურთში, თუ თასების თასის მოგება ფეხბურთში
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბევრად მეტია ვიდრე ნებისმიერი სხვა ყველაფერი
morte
14 ოქტომბერი 2015 09:51
0
ამ თამაშში ჩვენებს ჰქონდათ რეალური შანსი მოეხდინათ სენსაცია და ყველა გაეჩუმებინათ; მსგავსი რაღაც ესპანეთთანაც იყო ძელს რომ გაარტყეს შემთხვევით; მაგრამ ამ თამაშში შემთხვევით არაფერი არ მომხდარა, ითამაშეს მაგრად და ღირსეულად და ბრაზილიის გამანადგურებელი ბუნდესნაკრები კინაღამ წამოიკიდეს; ერთს ვიტყვი კიდევ, მოვეშვათ სსრკ-ს ნოსტალგიას, დინამოს ფანი ვიყავი მაშინ, მაგრამ უდიდესმა ნაწილმა სულ არ იცოდა მათი ქართველობა, უმრავლესობისთვის ნებისმიერი საბჭოთა იყო რუსი, ან რუსის რაღაც ნაირსახეობა უკეთეს შემთხვევაში; გამიგია რუსი გარინჩა, რუსი ბეკენბაუერი ქართველებზე; დღეს კი საქართველოს ნაკრების მცირე წარმატებაც კი მეტად წარმოაჩენს საქართველოს ვიდრე დინამოს მიერ ჩემპიონთა თასის მოგება კალათბურთში, თუ თასების თასის მოგება ფეხბურთში
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბევრად მეტია ვიდრე ნებისმიერი სხვა ყველაფერი
morte
14 ოქტომბერი 2015 09:51
0
დინამომ რო ათრია ლეკვებივით მაგათი ბაიერნი არ იყო? ეჰ, რა დრო იყო დიდებული, ქებული!
Giorgi
13 ოქტომბერი 2015 13:58
0
ჰო, დავამატებდი, - ყასაბს ვეთანხმები, 81-ზე არანაკლები იყო 82-ის ოთხთა ტურნირზე გამოსვლა, ბავარიამ თბილისის დინამოსთან სირცხვილს მოედნიდან ათესვა რომ არჩია, მერე კი დაბოღმილმა რეალმა დამპალი ანხელის ხელით ყიფიანს კარიერა რომ შეაწყვეტინა...
giorgi
13 ოქტომბერი 2015 11:31
0
შპიგელს ურჩევნია ჩემპიონატს დაელოდოს და საფრანგეთში ნახოს, ვინ რისი მთქმელია. მართლაც და ფედერაციის .... რა ვუთხარი, ამის თქმის საბაბი რომ მისცეს გულშიბოღმაჩამალულ ჟურნალისტებს, რომელთაც, შანსი რომ მიცემოდათ, საქართველოს მთელ ნაკრებს ჰოლოკოსტში უკრავდენ თავს. ...
giorgi
13 ოქტომბერი 2015 11:06
0
კაი რა 8ჯერ დაარტყეს და გიხარიათ.აგერ გადაურბინა უკრაინამ ესპანეთს და ხმას არ იგებს არავინ 5 დარტყმა იყო კარში და ნუ გახადეტ მსოფლიო ჩემპიონები 2 გოლი გვაქ გადატნილი სულ გიბრალტართან რო არ ჩავთVალოთ გატანილები. სირცხვილია
misha
13 ოქტომბერი 2015 10:46
0
dabogmili presa, ver axerxeben daivickon STALINI DA 1981-clis dynamo. tav-tavis droze ertmac da meoremac dada utirat da verasodes daivickeben da moineleben
JIO
13 ოქტომბერი 2015 02:29
0
სიძულვილის ოკეანე!
ჯონდოიე
13 ოქტომბერი 2015 01:03
0
ამერიკელი კომენტატორები სულ საქართველოს ქებაში და გერმანელები ჯერ აზრზე ვერ მოსულან რა ხდებაო. პრესაც იგივეს ამბობს. საქართველომ გერმანიას ოფლი ადინაო. გერმანიას რომ ეტყვი "ჯერ არაო" (კანკავას გოლს გულისხმობდნენ) ეს უკვე წარმოიდიგინეთ რას ნიშნავსო. გერმანიამ კი არ ითამაშა ცუდად საქართველომ ითამაშა კარგად და თუ უნდათ სულ დაუპუტიათ ყველაფერი. და საერთოდ გაილაღესო ქართველებმა ამათ უყურეო საბლატაოდ ჩამოვიდნენ გერმანიაშიო. ნუკრი რევიშვილზე საერთოდ ყბა ჩამოუვარდათ. მანუელ ნოიერმა ასე თქვა მეგონა ესპანეთს ან იტალიას ვეთამაშებოდითო.
Opeli
13 ოქტომბერი 2015 00:24
0
ზიზღით საუბრობენ თუმცა რიმილით შევხდეთ
კოლა
12 ოქტომბერი 2015 23:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული