კაპიტანი არ დაგვაკლდება! ინტერვიუ ჯაბა კანკავასთან

AutoSharing Option
პროგრესის გზაზე მდგარ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლიდერი საძებარი არ ჰყავს. 29 წლის ჯაბა კანკავა ერთ-ერთია ჩვენს ფეხბურთელებს შორის, ვინც ევროპის ტოპ-ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში თამაშობს (მეორე ასეთი სერია A-ს "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძეა).

რაოდენ ფასეული ფეხბურთელია კანკავა ფრანგული "რეიმსისთვის", ეს სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს. ტრავმირებული ქართველის გარეშე, საფრანგეთის ჩემპიონატში "რეიმსმა" 4 მატჩი წააგო...

მას შემდეგ, რაც ფრანგულ კლუბში ჩაირიცხა, ჯაბასთან არ გვისაუბრია. სალაპარაკო კი მართლაც ბლომად დაგროვდა. თუნდაც ის, რომ ტრავმირებულია და ფრანგული პრესის ცნობით, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ამ ქვეყნის ჩემპიონატის
მორიგი ტურის მატჩში, "აიაჩოს" წინააღმდეგ.

ამ ცნობამ გაგვიჩინა ვარაუდი, რომ ჯაბა უახლოეს ორ სანაკრებო მატჩსაც გამოტოვებდა ესტონეთისა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ...

"ლელო" კანკავას საფრანგეთში შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა:

- ჯაბა, როგორ გრძნობთ თავს "რეიმსში"? საერთოდ, როგორი გუნდია?
- პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი და ამბიციური გუნდია.

- რას იტყვით საფრანგეთის ჩემპიონატზე? როგორ მიდის თქვენი ადაპტაციის პროცესი ახალ გუნდთან, ახალ ჩემპიონატთან?
- უკრაინასთან შედარებით, მაღალი დონეა. რაც შეეხება ადაპტაციას, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. შესანიშნავად მიმიღეს გუნდში, კარგად მეპყრობიან და ეს კიდევ უფრო მიადვილებს შეგუების პროცესს.

- რას უნდა მივაწეროთ "რეიმსის" ბოლოდროინდელი არათანაბარი ასპარეზობა? ფაქტია, თქვენი არყოფნა "რეიმსის" კრიზისს დაემთხვა...
- ბოლო შეხვედრებში მართლაც ვერ ვაჩვენეთ კარგი შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას და ავკრეფთ ქულებს.

- ფრანგულ პრესაში დაიწერა, კანკავა "რეიმსს" ვერც "აიაჩოსთან" შეხვედრაში დაეხმარებაო. ასეა?
- ნატკენი ფეხი უკვე კარგად მაქვს. მე ჩვეულებრივად ვემზადები მომავალი თამაშისთვის და შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ. ახლა ის არის საქმე, მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ და დამაყენებს, თუ არა.

- ესე იგი, საქართველოს ნაკრებშიც ითამაშებთ?
- ნაკრების თამაშებამდე ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო. შევძლებ თამაშს.

- რას იტყვით საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესზე და როგორი მოლოდინი გაქვთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ?
- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საკმაო დროა და უნდა ვეცადოთ, რომ ტურნირს კარგ ფორმაში შევხვდეთ.

იმედია, კარგი თამაშითა და შედეგით გავახარებთ ქართველ ხალხს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კანკავა იმედია მალე დაიწყებს თამაშს
jimibarca
15:52 07-11-2015
0
არ ქვია მასე აიაჩო არა აიბაჩო. აჯაქსიო ქვია გუნდს.
გოგა
16:11 07-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული