კატერინა ქეცბაია მეუღლეს და საქართველოს ეხმარება

AutoSharing Option
საინტერესო ამბავი შევიტყვეთ: ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 9 თებერვალს კვიპროსზე, ქალაქ ლიმასოლში დაგეგმილი მატჩისთვის, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთისას შეხვდება, "ჯვაროსნებს" სიურპრიზი ელით - ქართველთა მთავარი მწვრთნელის მეუღლემ, კატერინა ქეცბაიამ გუნდის გასამხნევებლად ეროვნული ნაკრების გიგანტური 14-ნომრიანი მაისურა დაამზადებინა და მატჩის დროს ტრიბუნაზე გამოფენს.

14 ნომერი თემურ ქეცბაიას საყვარელი ნომერი იყო, რომლითაც ის "ანორთოსისში" გამოდიოდა, ფამაგუსტელთა თავკაცებმა გუნდის მუდმივ ნომრად გადასცეს და მეუღლემაც ამიტომ შეარჩია.

საქართველო-სომხეთის მატჩი "ცირიო სტედიუმზე" 9 თებერვალს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. 2011 წლის პირველი მატჩისთვის თემურ
ქეცბაიამ 21 ფეხბურთელი გამოიძახა. ეროვნული ნაკრები კვიპროსზე 6 თებერვალს გაემგზავრება, სრული შემადგენლობა კი 7 თებერვალს შეიკრიბება.



.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაინტერესებს თუ ხდება ტურ. სააგენტოები თუ ახდენენ მომსახურებას და რა ჯდება ეს . ვის დავუკავშირდე?
ucnobi
18:39 28-01-2011
0

სიახლეები პოპულარული