საინტერესო ამბავი შევიტყვეთ: ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 9 თებერვალს კვიპროსზე, ქალაქ ლიმასოლში დაგეგმილი მატჩისთვის, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთისას შეხვდება, "ჯვაროსნებს" სიურპრიზი ელით - ქართველთა მთავარი მწვრთნელის მეუღლემ, კატერინა ქეცბაიამ გუნდის გასამხნევებლად ეროვნული ნაკრების გიგანტური 14-ნომრიანი მაისურა დაამზადებინა და მატჩის დროს ტრიბუნაზე გამოფენს.
14 ნომერი თემურ ქეცბაიას საყვარელი ნომერი იყო, რომლითაც ის "ანორთოსისში" გამოდიოდა, ფამაგუსტელთა თავკაცებმა გუნდის მუდმივ ნომრად გადასცეს და მეუღლემაც ამიტომ შეარჩია.
საქართველო-სომხეთის მატჩი "ცირიო სტედიუმზე" 9 თებერვალს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. 2011 წლის პირველი მატჩისთვის თემურ
ქეცბაიამ 21 ფეხბურთელი გამოიძახა. ეროვნული ნაკრები კვიპროსზე 6 თებერვალს გაემგზავრება, სრული შემადგენლობა კი 7 თებერვალს შეიკრიბება.
.