ესტონეთი-საქართველო 3:0 - ოცნებების სასაფლაო ტალინში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო ესტონეთში და მნიშვნელოვნად გააუფერულა ის შთაბეჭდილება, ბოლო შეხვედრებში კარგი თამაშით რომ დაგვიტოვა.

ფაქტია - ოცნება იმის თაობაზე, რომ ესტონეთის დონის გუნდებს უნდა ვუგებდეთ, ტალინში დაიმსხვრა...

სასიამოვნო 10 წუთი
მეტოქემ თავიდანვე ის სათამაშო გზა აირჩია, რომელსაც ველოდით. ბალტიისპირულმა ნაკრებმა პრესინგი შემოგვთავაზა როგორც საკუთარ, ისე ჩვენს მოედანზე. პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ნომრად თამაშს ცდილობს, მაგრამ მაინც ეხამუშება, რადგან წლებმა დაცვაში ჩამჯდარი გუნდის დამღა დაგვასვა და ამის შეცვლას დრო სჭირდება.

არადა, რა სასიამოვნოდ ჩანდა ის
10 წუთი, როცა საქართველოს ნაკრები პირველი ნომერი იყო მინდორზე, როცა ესტონეთი მისსავე ნახევარზე გამოვკეტეთ... მაშინ საქართველოს ნაკრები იყო ის გუნდი, რომელიც მომავალში უნდა იყოს.

თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველოს პირველ ნახევარში თამაში არ გამოუვიდა. ეს, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო. განსაკუთრებით, მინდვრის ცენტრში - იქ ხომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა. ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი რომ ყოფილიყვნენ, სულ სხვა თამაში იქნებოდა...

ახლა კი საქართველოს ნაკრებში დადგა გამოუცდელობისა და შეუთამაშებლობის პრობლემა. რიგი ფეხბურთელები ჯერ არ არიან მზად იმ დიდი დატვირთვებისა და პასუხისმგებლობისთვის, რასაც ნებისმიერი საერთაშორისო მატჩი გულისხმობს.

რასაც ჰქვია ნაღდი საგოლე მომენტი, მხოლოდ ერთი გვქონდა. ესტონეთი შეტევაში უფრო მწვავე იყო. მათგან, განსაკუთრებით, კონსტანტინ ვასილიევი გამოირჩეოდა. პოლონური "იაგელონიას" ცენტრალური ნახევარმცველი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია.

რომ არა გიორგი ლორიასა და ჩვენი მცველების კარგი თამაში, ამავე დროს, ესტონელთა უზუსტობა, პირველ ტაიმში ბალტიისპირელები ანგარიშს აუცილებლად გახსნიდნენ. განსაკუთრებით კარგი შანსი ჰქონდა კამსს, ვინც რაღაც სასწაულით გადააცილა ბურთი ჩვენს კარს.

კოშმარი
კოშმარი! - დიახ, ასე შეგვიძლია ვუწოდოთ იმას, რაც მეორე ტაიმში ვიხილეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კახა ცხადაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების ყველაზე ცუდი მატჩი და ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი რამ აღარ განმეორდება.

რაც ყველაზე მეტადაა გასაკვირი, ესტონეთის ნაკრებმა სათამაშო კლასით დაგვჯაბნა. ამის დასტურად ბალტიისპირელთა მიერ ჩვენს კარში გატანილი გოლები გამოდგება. ტაიმის დასაწყისში შექმნილი ერთადერთი საგოლე მომენტი კი თავის დასამშვიდებლად ვერაფრით გამოდგება.

საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელს თითქოს სიმძიმეები ეკიდა ფეხზე. ეს მაშინ, როცა ესტონელები "დაფრინავდნენ". თვალსაჩინო იყო მათი უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაში. მეტოქე თამაშის სურვილით იწვოდა, მაშინ, როცა ჩვენებს თამაშის სურვილი არ ეტყობოდათ.

ჩვენი დაცვა კი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო "მარტივ მამრავლებად" დაიშალა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მხოლოდ დებიუტებითღა გავიხარეთ. საქართველოს ნაკრების მაისურა პირველად მოირგეს ნახევარმცველებმა - ლუკა ჰუფნაგელმა და ზაქარია ბეგლარიშვილმა.

მთავარი პრობლემა
შედეგი, თავისთავად, ძალიან ცუდია. ვერაფრით დაარქმევ რიგით მარცხს იმ წაგებას, როცა ესტონეთის დონის გუნდთან ნადგურდები. ამაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს შემადგენლობის სიღრმე.

გუშინ, არაერთი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნაში, ჩვენ ვნახეთ ის მოთამაშეები, რომელთაც ეროვნულ გუნდში თამაშის ამბიცია აქვთ. ვნახეთ და პირდაპირ უნდა დავწეროთ - მათი უმრავლესობა ამ დროისთვის არ არის მზად ქვეყნის მთავარ კრებულში სათამაშოდ.

არადა, მუნდიალის შესარჩევ ციკლში ცხადაძის გუნდს შემადგენლობის სიღრმე ძალიან სჭირდება. სხვანაირად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება უელსთან, ავსტრიასთან, ირლანდიასა და სერბეთთან ბრძოლა. და ნურც მოლდოვას ამოვაგდებთ სათვალავიდან.

საკამათო არავისთვისაა - ჩვენი მომავალი მეტოქეები კადრების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან და მათ თითო პოზიციაზე ორი სრულფასოვანი მოთამაშე ჰყავთ. ჩვენთან ასე არ არის.

ჩვენ ვაკრიტიკებთ მარჯვენა მცველს, უჩა ლობჟანიძეს, რეალურად კი მისი დონის მარჯვენა მცველი არ გვყავს. ვაკრიტიკებთ ჯანოს და ოქრიაშვილს მაშინ, როცა არ გვყავს მათი შემცვლელები. ვაკრიტიკებთ ლევან მჭედლიძეს და თავდასხმაში მისი უღლის გამწევი არ ჩანს.

გნებავთ, კენჭი დაარქვით და გნებავთ, ლოდი - პირველ რიგში, ჩემს ბოსტანში ვისვრი და მერე ზოგადად - ქართული მედიის. ნაწილობრივ ჩვენი შექმნილიცაა ის მოლოდინი, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს სანაკრებო შანსები სჭირდება და მერე ის "გაფრინდება".

არა, ბატონებო - გნებავთ, საქართველოს ჩემპიონატში და გნებავთ, უცხოურ კლუბში ერთი-ორი კარგი მატჩი არ არის საკმარისი, რომ სანაკრებო დონე დააკმაყოფილო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

პრესტიჟის მატჩი
ახლა საქართველოს ნაკრებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტირანაში, 16 ნოემბერს გასამართავ ამხანაგურ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთთან.

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ბევრი რამ. მათ შორის ის, რომ ესტონური ფიასკო ერთი, გამონაკლისი შემთხვევა იყო; რომ ბოლო დროის მონაპოვარი წყალში არ ჩაყრილა; რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ!

ესტონეთის ნაკრებიდან ერთი გოლი პიკმა გაგვიტანა. ახლა საქართველოს ნაკრებში პიკის საათის დრო არაა! არადა, ტალინში ასე იყო...

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
11.11.15. ტალინი. "ლე კოკ არენა". 2 000 მაყურებელი
ესტონეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 პურიე (60), 2:0 პიკი (65), 3:0 გუსევი (88)
საქართველო (5-2-2-1): ლორია - კაკაბაძე, გრიგალავა (68. ჰუფნაგელი), კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (68. ფოფხაძე) - კანკავა, ცინცაძე (72. დაუშვილი) - კობახიძე (46. ჭანტურია), ყაზაიშვილი (78. ბეგლარიშვილი) - ვაწაძე (46. ცხადაძე).
სათადარიგოები: რევიშვილი, მაკარიძე, გველესიანი, გელაშვილი, ფალავანდიშვილი.
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
ესტონეთი (4-5-1): აკსალუ - იაგერი, ბარანოვი, კალვანი, პიკი (66. გუსევი) - კამსი (54. პური), დმიტრიევი (81. ლინდპერე), ვასილიევი (90. ფროლოვი), მეტსი, კალასტე - პურიე (73. საპინენი).
სათადარიგოები: ლონდაკი, ბარენგრუბი, იურგენსონი, ალიკუ, ლუტსი, ზენიოვი.
მწვრთნელი: მაგნუს პერსონი
არბიტრი: რაიმონდ კრანგლი (ჩრ. ირლანდია).

მატჩის სტენოგრამა
5' - ყაზაიშვილი კარგ პასს უკეთებს ვაწაძეს, ვისაც ესტონელთა კარში დარტყმა აგვიანდება.
7' - ვასილიევი შორიდან თავზე უგდებს ბურთს კარიდან წინ გამოსულ ლორიას. უშედეგოდ.
11' - კობახიძე სახიფათოდ აწვდის საჯარიმოში. ბურთს ესტონელთა მეკარე აკსალუ ეუფლება.
15' - კობახიძე შორიდან ურტყამს. ბურთს აკსალუ იგერიებს.
16' - გურამ კაშიას თავური და აკსალუ "ცხრიანიდან" ხსნის ბურთს.
18' - გრიგალავა სახიფათოდ აწვდის ესტონელთა საჯარიმოში. კალასტე ბურთს კუთხურზე იგერიებს.
18' - ესტონელთა კონტრშეტევა. კამსს ვერ გააქვს. გადაგვარჩინეს ჯერ ლორიამ და მერე ნავალოვსკიმ.
20' - ყაზაიშვილის დარტყმულს მეკარე ეუფლება.
28' - ვასილიევის შორეული ჯარიმა. ლორია ბურთს ხელებში აფიქსირებს.
37' - ვასილიევის პასის შემდეგ კამსს და პურიეს ვერ გააქვთ. ორჯერვე სასწაულით გადავრჩით.
41' - ვასილიევის ჯარიმა. ლორიამ თითქოს კარი "დაკარგა", მაგრამ ბოლოს მაინც მოიგერია ბურთი.
45' - საქართველოს ნაკრების მრავალსვლიანი კომბინაცია. ნავალოვსკის აკსალუმ აჯობა.
47' - ჭანტურიას დიდებული პასი და ცხადაძის თავური. ესტონეთის ნაკრები აკსალუმ გადაარჩინა.
60' - ვასილიევი ქართველთა საჯარიმოში აწვდის. კაშია ცდება. ბურთი პურიეს მისდის, ერთი მოძრაობით ატყუებს კანკავასა და ამისულაშვილს - 1:0.
65' - კალასტეს დაბალი, გასწვრივი პასი პიკს, რომელიც ერთი შეხებით ურტყამს ახლო კუთხეში - 2:0.
72' - ყაზაიშვილის დარტყმა ესტონელთა კარს სცდება.
88' - ვასილიევის პასის შემდეგ შეცვლაზე შესული გუსევი მცველების უყურადღებობით სარგებლობს და საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს - 3:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 45 /
ბრძოლაში წაგებულ თამაშზე ოდესმე რამე გვითქვია? უბრალოდ დაგვნანებია რო აი ვიბრძოლეთ და წავაგეთ. რო არ კი არა ვერ იბრძოლებ,თანაც ესტონეთთან ეგაა რო გულს გვტკენს,მოიცა რახან ამხანაგურია ბოლომდე არ უნდა დავიხარჯო? აბა როგორ გავიგებთ მაშონ მაგალითად გერმანიასთან როგორ ითამაშებს ესა თუ ის ფეხბურთელი თუ ბოლომდე არ დაიხარჯა? მერე რა რო წავაგეთო,ეგაა ზუსტად ფსიქოლოგია,ამხანაგური გინდა რო გარისკო,ახალი რამე მოსინჯი,თავზე ხელი აიღო სალტოები აკეთო , ამხანაგურშოც თუ დაცვაში ჩამიჯექი,ოფიციალურში რაღას ველოდო? ფეხბურთში და საერთოდ სპორტში როცა ხედავ რო მეტოქე გჯობია თავხედურად უნდა ეთამაშო. თუ ვალის მოხდის მიზნით ჩამოდიხართ თქვე დალოცვილებო მოიმიზეზეთ ოქრიაშვილივით ოჯახური პრობლემები და დარჩით სახში,არ გადაგვაყოლეს!...
luk
12 ნოემბერი 2015 16:49
0
777 რას იზავ?! ეს არის დღევანდელი ქართული ფეხბურთი ტუ არ ეხვეწე და არ მითითე არ იციან სად უნდა გაიქცენ და სად რომელი ფეხი მოიქნიონ!
vova
12 ნოემბერი 2015 15:10
0
ერთი და იგივე ბლაბლაბლა. გული მერევა უკვე.ეს უნდა გამოვიყენოთ მომავლისთვის ,ეს ამხანაგური იყო,ეს გვაკლდა ის გვაკლდა.ქეცბაიაზე რომ კრუნჩხვები ემართება ბევრს,ეს ხომ მოკლედ მოურინიოს გადაასწრებს რა. როცა მასალა ბრაკია ხარისხიან სახლს ვერ ააშენებ. ქეცბაია ნორმალური მწვრთნელია. შეიძლება საუკეთესოც კი საქართველოს მაშტაბებით.. მისი დანაშაული ის არის რომ ამ .... და .... გაწვრთნას დათანხმდა. არაპროფესიონალიზმი 99 პროცენტის.უკლასობა. ჭყპყ გუდების სათადარიგოებში ჯდომა. აი ეს არის მიზეზები და არა რაღაც იდიოტური რამეებუი. უპირატესობას მოედანე ქმნის კარგი ტექნიკის და კარგი ფიზიკური მომზადების მქონე ფეხბურთელები. ლოთები და ნარკამანები ფეხბურთს ვერ თამაშობენ!!!
MARADONA
12 ნოემბერი 2015 15:03
0
დავაკვირდი იმას, რომ ცხადაძე მთელი თამიშის განმავლობაში, განუწყვეტლივ იძლეოდა მითითებებს, რომ იტყვიან წიოდა და ყვიროდა. იმ ფეხბურთელების ადგილას ნამდვილად არ ვისურვებდი ჩემს თავს. კარგად როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთელმა, როცა მწვრთნელი გკარნახობს მარჯვენა ფეხი უნდა მოიქნიო თუ მარცხენა. ასეთი ქცევა ძალიან მოქმედებს ფეხბურთელზე და თამაშის ხარისხზეც.
777
12 ნოემბერი 2015 14:56
0
ისიანს მიაქციოს ყურადღება ცხადაძემ (სიონში თმაშობს) ლობჟანიძის ერთ ხაზზე ტროლეიბუსივით სირბილს ნამდვილად აჯობებს
KGH
12 ნოემბერი 2015 14:26
0
ბაჩანა დატოვე სახლში კიდევ.. დავიგალე ამ ნეპოტიზმით. აცადეთ ვაწაძეს
toka77
12 ნოემბერი 2015 14:26
0
რატომ არ აქვეყნებთ. იმ ორ ... კომენტატორების შესახებ. რასაც გინდათ იმას აქვეყნებთ. ხომ არ ვაგინებ გავაკრიტიკე რომ ეგეთები არ უნდა უძღვებოდნენ მატჩებს. ქეცბას გინების მეტს რომ არაფერს აკეთებენ. გამოაქვეყნეთ ნუ ბლოკააავთ.
toka77
12 ნოემბერი 2015 14:24
0
საერთოდ უნდა გამოვიდეთ ფიფა-უეფადან და სამოყვეარულო დონეზე დარჩეს ფეხბურთი ამ ქვეყანაში. ამდენ სირცხვილსაც ავირიდებთ თავიდან .....
სანამ რეჟიმის და დისციპლინის მნიშვნელობას არ გაიგებენ სათითაოდ , იქამდე მუდამ ასეთი შედეგები იქნება .
Megatron
12 ნოემბერი 2015 14:22
0
გამოსავალი:

1. საქართველოს ჩემპიონატი 10 გუნდამდე უნდა დავიდეს;
2. სახელმწიფო ინვესტიცია უნდა ჩადოს ფეღბურთის განვითარებაში და ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს იმ 10 გუნდს ვინც უმაღლეს ლიგაში ითამაშებს;
3. წახალისებული უნდა იქნას ყველა ბიზნესმენი ვინც კლუბების მეპატრონეები არიან ან გაუწევენ სპონსორობას;
4. ყველა ქართველი ფეღბურთელი ვინც ე.წ. „ჭ“ კლასის გუნდებში თამაშობენ ან სათადარიგო სკამებზე ატარებენ ძირითად დროს უნდა დავაბრუნეთ ქართვულ კლუბებში;
5. მაყურებლის სტადიონზე დასაბრუნებლათ უნდა გაკეთდეს ყველაფერი (რეკლამა, სხვადასხვა ღონისძიებები, სამხედროების მიპატიჟება სტადიონებზე და ა.შ.);
6. მწვრთნელების გადამზადება.
გამოსავალი!!!
12 ნოემბერი 2015 14:06
0
ესტონეთი გვეთამასა 4-5-1 სქემით, ჩვენ 5-2-2-1 და მე ვფიქრობ, რომ თავშივე წავაგეთ..მე უფრო ის მიკვირს, რატომ არაფერი არ შეცვალა მწვრთნლმა (მწვრთნელებმა) პირველი საშინელი ტაიმის შემდეგ? ხომ ხელისგულზე იდო, რომ წაგება არ აგვცდებოდა? და კიდევ მთავარი.. რიტორიკულია მაგრამ მაინც...ბოლოს როდის ნახეთ ( ერთი ჰა ორი 10 თამაშში არა რაა) ჩვენი მეხბურთელების მიერ მოტყუებული მცველი? (აკი მატავი იყო ჩვენი კოზირი? ზედმეტიც კი) მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ცხადაძემ აქცენტი ალბანეთზე გააკეთა და "წაავარჯისა" ბიჭები ყრუ დაცვაზე ((( ... აქედან რაც გამოვიდა ვნახეთ (ორი ნახევარმცველით რომ 5-ს ვერ გავულკლავდებოდით ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო. აკი შეტევა ყველაზე უკეთესი დაცვააო? ეხლა იმის შესახებ, საერთოდ გვეშველება თუ არა! 1.ფეხბურთელები ქუჩაში და სოფლებში იზრდებოდა - ეგ მოკვდა თუ მოკლეს. 2. ათობით საბავშვო კლუბები თუ სექციებია სადაც არც და ვერც გაიზრდება ფეხბურთელი, რადგან "მწვრთნელები" ბავშვებს ხელებში ( უფრო სწორია მათ მშობლებს) შეჩერებიან და ბიზნესად აქვთ გადაქცეული, თუმცა ის არ ესმით, რომ ბიზნესმენი უნდა იყოს მინიმუმ წესიერი თუ უნდა წარმატებულიმ იყოს (არაფერს ვამბობ განათლებაზე, შრომისმოყვარეობაზე და ა.შ. 3. ორი ათეული წელია ფერხბურთში "თამაშობენ" ადამიანები, რომლებსაც ამბიციის და პატუივმოყვარეობის გარდა არაფერი ამოძრავებთ. 4. ფეხბურთს მართავს ყოვლად უწესო და უპრინციპო ადამიანები (გაიხსენეთ ნემსაძის შემთხვევა, თუნდაც სულ ცინცხალი - აღმასკომის საქციელი, როცა ერთს უჭერდნენ ღიად მხარს და ეხლა "გადმობარგებაზე" უხერხულობაც არ შექმნიათ) ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა გუშინდელმა დღემ ერთზე მიმანიშნა..მეეჭვება კობიაშვილმა შეძლოს.. კარგი ფეხბურთელი იყო - კი ბატონო, მაგრამ ეგ საკმარისი იქნება დაანგრიოს ის რაც დასანგრევია?
თემო
12 ნოემბერი 2015 14:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული