ასეთ დროს კაცი სხვაგვარად ვერც მოიქცევა - თორნიკე ოქრიაშვილი გაოცებულია

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესტონეთთან და ალბანეთთან მატჩებამდე მოულოდნელად გამოაკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ესტონეთის დედაქალაქში ჩასვლა ოჯახური პრობლემების გამო ვერ შეძლო.

ოქრიაშვილი თავიდან კომენტარზე უარს ამბობდა და უკმაყოფილო იყო გულშემატკივართა იმ ნაწილის რეაქციით, რომელთაც ეგონათ, რომ ბელგიური "გენკის" ქართველმა შემტევმა ამ თამაშებს თავი აარიდა.

საბოლოოდ, ოქრიაშვილი მცირე კომენტარზე მაინც დაგვთანხმდა:

"არ მსურ
და ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი კომენტარი აუცილებელია. გეტყვით, რაც მოხდა.

მეორე შვილი შეგვეძინა. მეუღლეს რთული მშობიარობა ჰქონდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო ვერ დავტოვე. ასეთ დროს კაცი სხვაგვარად ვერც მოიქცევა. მეტი რა უნდა ვთქვა?! ოჯახური პრობლემა ცოტა სხვა რამ არის.

ძალიან არ მესიამოვნა, ეს რომ დაწერეს. ნაკრებში თამაში ჩემზე მეტად არავის უხარია და ჩამოსვლა არასოდეს დამზარებია. ყველას ვთხოვ, სანამ რამეს დაწერენ, კარგად დაფიქრდნენ", - ამბობს ოქრიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
როცა კარგი ფეხბურთელი ხარ, შენგან კარგ ქართველობასაც ითხოვენ, ეს სულ უნდა გახსოვდეს.....
მსქროლავი ტროლი
28 ნოემბერი 2015 11:42
0
გია - "შვილის ყოლა თუ ოჯახური პრობლემაა პირველად გავიგე". როგორ გეტყობა არ გაგეგება, რა იყო ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ჩავიდა ეს ახალგაზრდა ნაკრების შეკრებაზე. კაცმა გარკვევით თქვა, რომ მშობიარობის შემდგომო პროცესი გაურთულდა მეუღლეს და ეს იყო მისი ჩაუსვლელობის მიზეზი, რაც აბსოლიტურად მისაღებია. რა შუაშია აქ ბავშვის დაბადებაზე აპელირება და ა. ს. კარგიტ რა!!. თორნიკეს ბავშვის შეზენას ულოცავ, მის მეუღლეს მყარ ჯანმრთელობას და უშუალოდ მას დიდ მიღწევას ფეხბურთში, რაც არც ისე შორსაა. ის ზალზე ნიჭიერი და ტალანტით სავსე ფეხბურთელია.
gega
25 ნოემბერი 2015 12:30
0
თორნიკე გილოცავ შვილის შეძენას ღმერთმა გაგიზარდოს, ვისაც შენ პატრიოტიზმში ეჭვი შეეპარება ის პასუხის ღირსიც არ არი. გისურვებ წინსვლას და ბედნიერებას.
კოლხი
25 ნოემბერი 2015 10:23
0
Ise sxvisi gakritikeba magari vicit ai sakutar tavs ar vuyurebt kritikulad ,tore raga gvichirda avshendebodit!kargad tu caikitxavt gaigebt,rom shvilisshezenis gamo ki ara meuglis mdgomareobis gamo ver itamasha nakrebshi da im mzime mdgomareobashi mis gverdze iyo! Vajkacuri saqcielia da adamianuri!gmertma bednieri gimyopos ojaxi da shenc mat გვერდით ყოპილიყავი ასი წელიწადი!
zviad
21 ნოემბერი 2015 07:20
0
კაცი რომელიც ოჯახს და მეუღლეს პატივს სცემს, ის სამშობლოსაც და ქვეყანასაც გამოადგება!
Nugzar
19 ნოემბერი 2015 12:26
0
სააკაძემ ქვეყნის გამო შვილი გაწირა საერთოდ და . . . დაიბადებოდა სად წავიდოდა.. გილოვავ!
toka77
19 ნოემბერი 2015 10:46
0
მართლა, გულწფელად გილოცა ბავშვის დაბადებას მაგრამ პატრიოტი უნდა იყო.............
joni
18 ნოემბერი 2015 23:13
0
თოკა ძალიან მაგარი კაცი ხარ გილოცავ ბაუშვის შედზენას სასახელო გაგიზარდოს. მართალია თამაშებზე არ იყავი მაგრამ არაუშავს ჯერ ოჯახი და მერე სხვა დანარჩენი. რაც მართალია ძალიან დაგვაკლდი შეტევას სიმწვავე აკლდა.
nikolozi
17 ნოემბერი 2015 16:15
0
გილოცავ!!!!!!!!!!!!!! მაგრამ მაშინ დაწერონ ხოლმე ჟურნალისტებმა წესიერად, გასაგებად, რომ პატარა შეეძინა და არა ისე რომ ____- ..არ ჩამოვიდა'' ----ოოოოო
...........
17 ნოემბერი 2015 10:56
0
გილოცავ ტორნიკე, ღმერთმა სასახელო ადამიანი გაგიზარდოს, მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინე, ჩვენ ქართველებს ნებისმიერის დაბადება გვიხარია, შე კაი კაცო ამას გვიმალავდი, ან ეს რა დასამალია, შვილი რომ გეყოლება თოფი უნდა ისროლო და ქვეყანას გააგებინო, შვილის ყოლა თუ ოჯახური პრობლემაა პირველად გავიგე, ჭკუას მოუხმე ჩემო კარგო კაცო და უფრო ბევრს მიაღწევ.
გია
16 ნოემბერი 2015 22:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული