კახა ცხადაძე: ჩვენი ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს

AutoSharing Option
ალბანეთთან ამხანაგური შეხვედრის (2:2) დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა.

"ესტონეთთან წაგებული მატჩის შემდეგ სერიოზული დასკვნები გავაკეთეთ. ვფიქრობ, ალბანეთთან მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ფეხბურთელებმა კარგად გაიაზრეს, რა პრობლემები და შეცდომებიც გვქონდა წინა მატჩში.

ალბანეთთან ორი გოლი გავიტანეთ. გარდა ამისა, ორი რეალური მომენტი გვქონდა. ერთ მომენტში ჭანტურიამ ბურთი ძელს მოარტყა. ცუდია, რომ ბოლოს ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ამაში თავისი წვლილი მსაჯებმაც შეიტანეს. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს ასე
ჩანდა.

დასანანი გოლები გავუშვით და ამ მომენტებში დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ.

ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებსა და პოზიტიურ მომენტებს მაქსიმალურად სწორ ანალიზს გავუკეთებთ და ვეცდებით, შესარჩევ ციკლს მომზადებულები შევხვდეთ. ფაქტია, ისეთ გუნდთან, რომელიც პორტუგალიის, დანიისა და სერბეთის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, თამაში, ფაქტობრივად, მოგებული გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებად ითვლებიან, ამ ორ ამხანაგურ მატჩში გვაკლდა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სელექციაზე, რადგან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ეროვნული ნაკრების დონეს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუთხარი, მათ ძალიან ბევრი შრომა მოუწევთ. ისინი ამიტომ წამოვიყვანე შეკრებაზე, რომ თავად დაენახათ განსხვავება 21-წლამდელთა ნაკრებსა და ეროვნულ გუნდს შორის.

განსხვავებული ტემპი, აზროვნება და სისწრაფეებია 21-წლამდელთა ნაკრებსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებითაც ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ და მათ აუცილებლად დავაკვირდებით".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 31 /
ახლა გაიგეთ რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე სანამ არ ამაღლდება მანამდე ნაკრების შედეგიც რომ არ იქნება?ხალხო რატომ ვერ ხედავთ ან არ გინდა რომ დაინახოთ ეს?ეს არის უმთავრესი პრობლემა,რაც არ უნდა ბევრი მწვრთნელი შეიცვალოს მიანც არაფერი გამოვააა.მივმართავ ფეხბურთის მესვეურებს პირველ რიგში.
gegi
17 ნოემბერი 2015 15:04
0
ან მე ვუყურე სხვა თამაშს ან ეს აზრზე არ არი მსაჯებზე რო იძახის კიდე რამეს :D 100% გოლი არ ჩაუთვალა ალბანეთს მსაჯმა 3:2 მორჩებოდა გაუმარჯოს სიმართლეს ფრე კი არ მიხარია
simartle
17 ნოემბერი 2015 14:12
0
ყველა ნაკრების წევრთან . სავარაუდო წევრებს უნდა მისცენ სპეციალური დავალებები. ჩაატარონ დამატებითი ვარჯიშები ფიზ მომზადების რომ შეძლონ 2 ტაიმი ფეხბურთის თამაში. მოუმატონ სისწრაფეს ვარჯიშის შედეგად. რადგან ის ითვლება ნაკრების წევრად და ვალდებულებად უნდა ჩათვალოს. ვისაც არ უნდა ნაკრები კარგათ იყოს. ესტონელებმა 2 ტაიმი პრესინგით ითამაშეს და გაგვანადგურე. ტექნიმით კი არა ფიზიკურად
კახაბერი
17 ნოემბერი 2015 13:30
0
Oე ღრძოებს მივმართავ განსაკუთრებით 555 რო ჰქვია :ცოტა ყურები გამოიბერტყე და პირი გამოირეცხე ნაკრებზე როცა ლაპარაკობ, ბიჭები იბრძვიან და გაცილებით უკეთ თამაშობენ ვიდრე ქეცბაიას დროს,თუმცაღა მაშინაც ესევე ვგულშემატკივრობდი ჩვენს ნაკრებს და არასოდეს გამხარებია ჩვენი გუნდის წარუმატებლობა ,როგორც აქ ზოგიერთ .. უხარია.რა გიქნათ იმ ...... ყველაფერში ბოროტებას ეძებთ.თუ არ შეგიძლია სტადიონზე წახვიდე და გიჯივით იყვირო და უგულშემატკივრო Nაკრებს ....და სახლში ....
Zviad
17 ნოემბერი 2015 13:24
0
მოუნდა რა ესპანეთის ჩემპიონატი, რაც გაქვს ის გამოიყენე სწორად
ss
17 ნოემბერი 2015 13:21
0
ფრამურტარის დონე და ბაჩანას დონე გაკმაყოფილებს?! .. შენ ის კაცი არა ხარ საქართველოს დამოუკიდებლობას და 9 აპრილის ..... და СНГ ნაკრებში ითამაშე...
დათო24
17 ნოემბერი 2015 13:21
0
რა თქვას აბა, თემურასავით ლანძღოს და ხელები დამიბანიაო იძახოს? ფსიქოლოგიურად არ თრგუნავს დამატებით გუნდს და განვითარებისთვის შანსს ტოვებს, მოკლედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ქვია ამას. უდონო რომ გვყავს ფეხბურთი რატომ არ გჯერათ ვერ გავიგე. ეს კაცი პრობლემის გადაჭრაზე მაინც ფიქრობს, კონსტრუქციულია, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატს ეს ხო ვერ გაუძღვება. არ არის საქართველოში ფეხბურთი არა! გოლების გატანა მაინც დაიჭყო ნაკრებმა, ეგეც სასწაულია უკვე.
რეზო
17 ნოემბერი 2015 13:14
0
ჩვენი ვითომ ფეხბურთელები სარკეის და ფოტოკამერების წინ არიან ლომები მოედანზე კი ფ ა ფ უ,არც ძალა,არც აზრები და არც სპორტული ბრაზი.
მურთაზი
17 ნოემბერი 2015 13:03
0
ნუ აბოლებთ ხალხს, უსახურ ფეხბურთს თამაშობთ, წვალობთ, არ იცით ბურთს რა მოუხერხოთ, პასები და აზროვნება ხომ გადამრიე, ასეთი ფეხბურთით ვერსადაც ვერ "გაფრინდებით" საცოდავებო დიდი, დიდი ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოთ, მაგრამ ფეხბურთის ნაღდი მაყურებელი თქვენთან არ მოვა, უცოდინარ გაფანატებულ ხალხს თუ აიყოლიებთ, რომლებიც სტადიონზე გიჟივით საყვირლად რომ დადიან და ფეხბურთის არაფერი გაეგებათ. ფეხბურთი ხელოვნებაა და მას შესაბამისი მაყურებელი ჭირდება ის, რომ შეიგრძნოს. აბა კაცი, რომ იტყვის დაუშვილის ფანი ვარო, იმას ფეხბურთის რამე გაეგება ან კიდევ ვიღაცა ფალავანდიშვილს გადაეკიდა არიქა ის გამოიყვანეეთ და ის გვიშველისო, როდის იყო მოჭიდავე ფეხბურთს ალამაზებდა და იგებდა, ასეთებს შეიძლება ერთხელ გაუვარდეთ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს
555
17 ნოემბერი 2015 12:57
0
გუნდში იდელოგიურ-პოლიტიკური დოენა არ ვარგა:))
otari
17 ნოემბერი 2015 12:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული