კახა ცხადაძე: ჩვენი ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს

AutoSharing Option
ალბანეთთან ამხანაგური შეხვედრის (2:2) დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა.

"ესტონეთთან წაგებული მატჩის შემდეგ სერიოზული დასკვნები გავაკეთეთ. ვფიქრობ, ალბანეთთან მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ფეხბურთელებმა კარგად გაიაზრეს, რა პრობლემები და შეცდომებიც გვქონდა წინა მატჩში.

ალბანეთთან ორი გოლი გავიტანეთ. გარდა ამისა, ორი რეალური მომენტი გვქონდა. ერთ მომენტში ჭანტურიამ ბურთი ძელს მოარტყა. ცუდია, რომ ბოლოს ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ამაში თავისი წვლილი მსაჯებმაც შეიტანეს. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს ასე
ჩანდა.

დასანანი გოლები გავუშვით და ამ მომენტებში დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ.

ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებსა და პოზიტიურ მომენტებს მაქსიმალურად სწორ ანალიზს გავუკეთებთ და ვეცდებით, შესარჩევ ციკლს მომზადებულები შევხვდეთ. ფაქტია, ისეთ გუნდთან, რომელიც პორტუგალიის, დანიისა და სერბეთის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, თამაში, ფაქტობრივად, მოგებული გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებად ითვლებიან, ამ ორ ამხანაგურ მატჩში გვაკლდა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სელექციაზე, რადგან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ეროვნული ნაკრების დონეს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუთხარი, მათ ძალიან ბევრი შრომა მოუწევთ. ისინი ამიტომ წამოვიყვანე შეკრებაზე, რომ თავად დაენახათ განსხვავება 21-წლამდელთა ნაკრებსა და ეროვნულ გუნდს შორის.

განსხვავებული ტემპი, აზროვნება და სისწრაფეებია 21-წლამდელთა ნაკრებსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებითაც ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ და მათ აუცილებლად დავაკვირდებით".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 31 /
მინიმუმ 4 წელი ფეხბურთის ყველა ნაკრები შვებულებაში და გერმანელებივით ბავშვებით დავიწყოთ 14-15 წლიანებით
sano
18 ნოემბერი 2015 10:56
0
შენი შვილი აკმაყოფილებს სტანდარტს? მერამდენედ უნდა ატენო ნაკრებს სანამ ვინმე ზემოდან არ გეტყვის გეყოფა აციო?
paata
18 ნოემბერი 2015 04:24
0
რაც გინდათ ის ქენით,ვინც ფეხბურთის განვითარებაზე უნდა ფიქრობდეს იმას ფეხებზე კიდია და მე ვიჯავრო? ჩემი საჯავრელი არ მეყოფა?რამდენი ხანია იძახიან ფიზმომზადებაში მოვიკოჭლებთო ვინმემ რამე გააკეთა?
გიორგი
17 ნოემბერი 2015 20:17
0
ნაკრები განიცდის პროგრესს. ამ ეტაპზე ნაკრებისთვის რეალობაში საუკეთესო ვარიანტი არის პროგრესის გაგრძელება. ცხადაძემ უკეთესობისკენ შემოატრიალა საქმე. საჭირო არის კომპონენტებზე მუშაობა და მენტალიტეტის შეცვლა. მენტალიტეტის შეცვლა ქართველ გულშემატკივარსაც არ აწყენდა. ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ გუნდი კი არა, ქვეყნის ფეხბურთი გადის. ჩვენი ფეხბურთი ჯერ არ არის მზად ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ამას ესაჭიროება სფფ-ს სწორი მუშაობა და გულშემატკივრის თანადგომა ეროვნულ ჩემპიონატის თამაშებში.
ლუკა
17 ნოემბერი 2015 19:05
0
მე ვთვლი რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი აუცილებლად უნდა ხვდებოდეს განაცხადში!!! რომ სხვას გაუჩნდეს ამ უბადრუკ ჩემპიონატში კარგად ითამაშოს.ბაჩანა ცხადაძეც ვერ აკმაყოფილებს დონეს მაგრამ ათამაშებს!!!
ბოკინიო
17 ნოემბერი 2015 18:33
0
გამოიძახე მერე ბერალიძე... მაგაზე კარგი გარემარბი ვინ გყავს ?
dave
17 ნოემბერი 2015 17:47
0
მსაჯთან რა უნდა, ის მსაჯი არ იყო გოლი რო გაუუქმა ალბანელებს?

ალბათ 4 წუთის დამატებას უჩივის, მარა თუ ვარჯიშია, პირველ რიგში სავარჯიშო ბოლო წუთებისთვის გაძლებაზე გვაქვს.

ისე რა ბურთები გაუშვა მეკარემ
Georgian football
17 ნოემბერი 2015 17:43
0
ტერორისტები არიან თუფეხბურთელები წვერი მაინც გაიპარსონ
ana
17 ნოემბერი 2015 16:10
0
ფეხბურთი=მწვრთნელი-სტრატეგი,ტაქტიკოსი,მომთხოვნი,
მიუკერძოებული.+ ფეხბურთელი-პროფესიონალი,ნიჭიერი,შრომისმოყვარე.
Daviti
17 ნოემბერი 2015 15:53
0
ალბანეთის ჩემპიონატის დონე გაკმაყოფილებს ცხადაძე?
giga
17 ნოემბერი 2015 15:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული