კახა ცხადაძე თორნიკე ოქრიაშვილზე: შეიძლება ის დავკარგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი "გენკის" ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი თამაშს არ დაიწყებს და დაშვებულ შეცდომებს არ გააანალიზებს, შესაძლოა ის ნაკრებს მიღმა დარჩეს და ქართულმა ფეხბურთმა მისი სახით ნიჭიერი მოთამაშე დაკარგოს.

"ჩემთვის მთავარია, ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს, თავისთვის გამოიტანოს დასკვნები, როგორც ჩვენ ვაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს, ისე მან უნდა გააანალიზოს, თუ რა მოუვიდა "გენკში", რომ სხვაგან ეს შეცდომები აღარ გაიმეოროს.

მან ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ძალიან ახალგაზრდაა. ჭანტურიასაც ეს ვუთხარი, იმხელა
შანსი მოგეცა, რომ გერმანელებთან მოხვდი, ეს დიდი პლუსია, მაქსიმალურად დაგაყენებენ ფეხზე და შენს ნიჭს, რომელიც გაქვს, გამოიყენებ-მეთქი.

იგივე შემიძლია "ოქრიზე" ვთქვა. ბოლო შანსი აქვს ოქრიაშვილს. თუ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ფეხბურთელი შეიძლება დავკარგოთ. თვითონ უნდა გაიაზროს, რა შეცდომები მოუვიდა, თორემ თამაში რომ შეუძლია და ყველანაირი პირობა აქვს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს, ეს ვიცით", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძე: ეს იყო სრული კატასტროფა ყველასთვის, ჩემიდან დაწყებული...
მკითხველის კომენტარები / 19 /
კახა კაი კაცი ხარ რომ ამ თემაზე საჯაროდ დაიწყე საუბარი. იქნებ გადავარჩინოთ ყველამ ერთად ეს ნიჭიერი ფეხბურთელი.
georgiano
01 დეკემბერი 2015 00:02
0
ფეხბურთის თამაში თუ არ უნდა ძალით ვერ ათამაშებ, ისე ნიჭიერი ნამდვილად არის
222
30 ნოემბერი 2015 23:58
0
ტრიპაჩობას თავი დაანებოს და სერიოზულად მოჰკიდოს ხელი საქმეს
ბურუსა
30 ნოემბერი 2015 23:08
0
ოქრიაშვილის დაკარგვა არ შეიძლება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ყველა დონეზე, რომ "ოქრიმ" დიდი ფეხბურთი ითამაშოს. დაკარგვა დანაშაული იქნება.
tngh
30 ნოემბერი 2015 21:49
0
კახა, ოქრი ნაკრებში ყველაზე საჭირო ფეხბურთელია! ბაჩანა ცხადაძეს კი ტყუილად დაათრევ, სირცხვილია, საერთოდ ფეხბურთიდა ძალიან შორასაა!
ბერდია გაზდელიანი
30 ნოემბერი 2015 20:58
0
ამ ბიჭისგან დიდი ფეხბურთელი ვეღარასოდეს დადგება.... სამწუხაროდ, ვერ ვივიწყებ როგორ უყვირა ცხადაძეს როდესაც გამოცვალა, თავში აქვს ძალიან ავარდნილი ან როგორ მოუთმინა კახამ ძალიან მიკვირს, გენკში რეებიც აკეთა ხომ ვიცით უდისციპლინო აღარსად არ უნდათ, ქართველი ფეხბურთელების სენია ეს, ორ გოლს გაიტანენ და მესი გონიათ თავი....დღესდღეობით ამ მხრივ გამონაკლისები და მისაბაძები ყაზაიშვილი და საბა კვირკველია არიან
dud
30 ნოემბერი 2015 19:44
0
ქართული ხასიათია რაა ეს,აქ გენკზეა საუბარი და ქართველი რომ რეალში ან ბარსელონაში მოხვდეს წარმოდგენა მიჭირს მაშინ რაღა მოხდება
dato
30 ნოემბერი 2015 19:09
0
ბალეშიკების სახელით გთხოვთ კახი დროზე მოვიშოროთ პრობლემა არ აქ მნიშვნელობა ვინ იქნება რაღაც იმედი გაგვიჩნდა ყველანაირი პრობლემა დროზე მოვიშოროთ თუ მარტო ვერ წყვეტ საჯაროდ დროულად ითქვას სათქმელი თუ რამე დაიმალება ქართული ფეხბურთი ღრმად ჩაიძირება
guka
30 ნოემბერი 2015 19:07
0
"ოქრი" კი არა, ადამიანი მშობლების დაკარგვასაც უძლებს. თუ არ უნდა, არაფერი ეშველება!
zurab
30 ნოემბერი 2015 18:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული