კახა ცხადაძე თორნიკე ოქრიაშვილზე: შეიძლება ის დავკარგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი "გენკის" ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი თამაშს არ დაიწყებს და დაშვებულ შეცდომებს არ გააანალიზებს, შესაძლოა ის ნაკრებს მიღმა დარჩეს და ქართულმა ფეხბურთმა მისი სახით ნიჭიერი მოთამაშე დაკარგოს.

"ჩემთვის მთავარია, ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს, თავისთვის გამოიტანოს დასკვნები, როგორც ჩვენ ვაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს, ისე მან უნდა გააანალიზოს, თუ რა მოუვიდა "გენკში", რომ სხვაგან ეს შეცდომები აღარ გაიმეოროს.

მან ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ძალიან ახალგაზრდაა. ჭანტურიასაც ეს ვუთხარი, იმხელა
შანსი მოგეცა, რომ გერმანელებთან მოხვდი, ეს დიდი პლუსია, მაქსიმალურად დაგაყენებენ ფეხზე და შენს ნიჭს, რომელიც გაქვს, გამოიყენებ-მეთქი.

იგივე შემიძლია "ოქრიზე" ვთქვა. ბოლო შანსი აქვს ოქრიაშვილს. თუ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ფეხბურთელი შეიძლება დავკარგოთ. თვითონ უნდა გაიაზროს, რა შეცდომები მოუვიდა, თორემ თამაში რომ შეუძლია და ყველანაირი პირობა აქვს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს, ეს ვიცით", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძე: ეს იყო სრული კატასტროფა ყველასთვის, ჩემიდან დაწყებული...
მკითხველის კომენტარები / 19 /
კახა მაგარი კაცი ხარ ვიცი რო ყველაფერს გააკეთებ იმისთვის რომ ოქრიმ ითამაშს.ოქრი გაგიმართლებს ნახათ ცოტა ხანში
aleqsi
01 დეკემბერი 2015 15:38
0
ეს ეტყობა მართლა PELEA....
ამდენს რომ ეხვეწებიან და პატიობენ!
Vova
01 დეკემბერი 2015 13:40
0
ბ-ნო კახა და "ოქრი"!!! დიდი შანსი გაქვთ ყველას, რომ დაუმტკიცოთ სიმართლე შესანიშნავი თამაშით ნაკრებში. მჯერავს ორივე თქვენგანის და გაუხეთქეთ "ბოღმის" ბუშტი შურიანებს. "ოქრი" დიდი ფეხბურთელი უნდა გახდეს. საბედნიეროდ, ყველა მონაცემები აქვს საამისოდ.
tngh
01 დეკემბერი 2015 13:36
0
საინტერესოა ჩვენ როგორ ვუშველოთ?! მის ნაცვლად ვივარჯიშოთ,დისციპლინა არ დავარღვიოთ თუ გოლები გავიტანოთ??? მაგან ეტყობა მანქანის და ბინის ფული გააკეთა,ცოტა საგულაოდაც ექნება და მორჩა! ცხოვრება განაღდებულია! საუბედუროდ ესაა ქართული სინდრომი, რომელზეც, საუბედუროთ არანაირი საშუალება არ მოქმედებს! უკვე მერამდენე ტალანტს ვკარგავთ.ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ისინი ჩვენს მეათედსაც არ განიცდიან და ფეხზე ჰკიდიათ გულშემატკივრებიც და ქვეყანაც!თუმცა რა გასაკვირია, კაცს თავისი თავი დაუკიდებია სხვაზე იფიქრებს??? ...ეეჰ,არა მგონია...
ვავა
01 დეკემბერი 2015 11:02
0
ძალდატანებით ასეთი საქმეები არ კეთდება. არ უნდა და ღმერთმა ხელი მოუმართოს სხვა საქმეში. ოქრიაშვილი კი არა, მსოფლიო დონის ტალანტები დაკარგულან თავიანთი უვიცობისა და უდისციპლინობის გამო. მოსინჯეთ, იქნებ ფსიქოლოგიური პრობლემებია. თუ ასეა, კიდევ შწეიძლება მისი მობრუნება. თუ სხვა რამ მიზეზი აქვს, მაშინ დავაი დასვიდანია რა!!. რაც მალე, მით უკეთესი.
ako
01 დეკემბერი 2015 09:40
0
ბერდია გაზდელიანი-ს. ბოლოს კისერი როდის დაიბანე თუ გახსოვს, აბა!!!!! სხვა თემაზე რატომ გადაგაქვს გორსალ აქცენტი?
betqil
01 დეკემბერი 2015 09:36
0
მის შვილს რო ათამაშებს. ჯერ მიშ შვილს ასწავლოს. რა უნდა მაგას ნაკრებში.
valeriani
01 დეკემბერი 2015 09:26
0
ისწავლე რა მესისგან,როგორი მშვიდი,გაწონასწორბული და სამართლიანია.ადამიანი უსამართლო არ უნდა იყო,უფრო სწორედ,ამბიციამ,ამპარტავნებამ და მხოლოდ საკუთარმა მემ არ უნდა გადაფაროს ყველაფერი.
დავითი
01 დეკემბერი 2015 08:24
0
გეთანხმებით ოქრი გენკს ვერ მოერგო მაგრამ ნაკრებში ყოველთვის ჯიგრულად თამაშობდა და ბოლომდე იხარჯებოდა ბევრისგან განსხვავებით სანამ არაპროფესიონალობას დავაბრალებთ მოდით ისიც დაუფასოთ რასაც აქამდე მიაGწია და რა პირობებში მოუწია ფეხბურთის თამაში. მე მჯერა რომ ეს კაცი მაინც იპოვის თავის თავს.
vato
01 დეკემბერი 2015 03:24
0
კაცი თუ საკუთარ თავს მტრად მოეკიდება , სხვა როგორ უშველის?!
ფერნანდო
01 დეკემბერი 2015 00:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული