A ჯგუფში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან. ელიტრაუნდის მატჩები 24-26-29 მარტს ესპანეთში ჩატარდება.
Sportall.ge 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს დაუკავშირდა და ჯგუფთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.
"რთული ჯგუფია, რა თქმა უნდა. ესპანეთის ნაკრები ამ ასაკში მსოფლიოში საუკეთესოა. სამწუხარო ისაა,რომ შესარჩევში არ უთამაშიათ, ამიტომ რთული იქნება მათი თამაშის შეფასება.
ინგლისს წინა წელს ევროპის ჩემპიონატზე ვადევნე თვალყური
საბერძნეთზე ბევრი არაფერი ვიცი. დავსხდებით, ვნახავთ ფირს და მეტოქეს კარგად შევაფასებთ.
პესიმისტურად ნუ შევხედავთ ჯგუფს, პირიქით, პოზიტიურად შევხედოთ. ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან კარგია ასეთ გრანდებთან თამაში. ჩავალთ, ვიბრძოლებთ და ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. მითუმეტეს, ვყოფილვართ ესპანეთთან, ინგლისთან ჯგუფში და გავსულვართ კიდეც - ხელს აქედანვე ნუ ჩავიქნევთ".